სოფელ ვაჩნაძიანთან მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებულთაგან ორის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა

სოფელ ვაჩნაძიანთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულები ამ დრომდე გურჯაანის კლინიკაში რჩებიან.

საავადმყოფოს ხელმძღვანელის, გიორგი შათირიშვილის განმარტებით, მძიმეა ერთ-ერთი დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა. მას პირველ ეტაპზე სპლენექტომია ჩაუტარდა, თუმცა აღენიშნება ბარძაყის ძვლის მოტეხილობაც და მეორე ოპერაციაც ესაჭიროება.

ასევე, ექიმების ინფორმაციით, რთული მოტეხილობები აქვს კიდევ ერთ ახალგაზრდას და ოჯახის წევრები მის თბილისში გადაყვანას გეგმავენ.

დანარჩენი ორს კი მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება.

რაც შეეხება მეხუთე დაშავებულს, ის თელავის რაიონული საავადმყოფოშია მოთავსებული. ექიმების შეფასებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ავარია გუშინ საღამოს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანთან მოხდა. სოფელ ახაშენის სკოლის „ბოლო ზარის“ კოლონაში მოძრავი „ოპელის“ მარკის ავტომობილი ტრაილერს შეეჯახა. მანქანაში 5 ახალგაზრდა იმყოფებოდა

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა