არჩილ გორდულაძე - სპეციალიზებული მაუწყებლებს უცხოური დაფინანსების მიღების შესაძლებლობა ექნებათ, დაფინანსება კი, რომლის მიზანი საზოგადოებაზე ზეგავლენის მოხდენაა, მთავრობასთან უნდა შეთანხმდეს, გარე ინტერესით აზრის ფორმირება არ უნდა მოხდეს

სპეციალიზებულ მაუწყებლებს, რომელთაც პოლიტიკური და საინფორმაციო პროგრამები არა აქვს, უცხოური დაფინანსების მიღების შესაძლებლობა ექნებათ - იმავდროულად, გასათვალისწინებელია, რომ არსებობს „გრანტების შესახებ“ კანონი და დაფინანსება, რომლის მიზანი საზოგადოებაზე ზეგავლენის მოხდენაა, მთავრობასთან უნდა შეთანხმდეს, - ეს განმარტება პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით გააკეთა.

აქვე გორდულაძემ აღნიშნა, რომ თუ მთავრობა ჩათვლის, რომ უცხოურ დაფინანსებას სახელმწიფოს ინტერესზე გავლენა არა აქვს, ის ასეთ დაფინანსებაზე თანხმობას გასცემს. მისი თქმით, სპეციალიზებული მაუწყებლები, რომლებსაც არ აქვთ საინფორმაციო ბადე, ნაკლებ ზეგავლენას ახდენენ საზოგადოებრივ აზრზე.

გორდულაძემ მაუწყებლებისთვის უცხოური დაფინანსების მიღების აკრძალვის მოტივებზე დღეს კიდევ ერთხელ ისაუბრა და განაცხადა, რომ გარედან მიღებულ თანხას ინტერესი აუცილებლად მოჰყვება და „გარე ინტერესით საზოგადოების აზრის ფორმირება არ უნდა მოხდეს“.

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, ე.წ. სპეციალიზებული მაუწყებლებისთვის უცხოური დაფინანსების მიღება აკრძალული აღარ იქნება. აკრძალვის მოხსნა არ შეეხებათ მაუწყებლებს, რომელთა ეთერში ახალი ამბები და პოლიტიკური პროგრამები გადაიცემა.

ამავე ცვლილებების მიხედვით, კომუნიკაციების კომისიას მედიამომსახურების მიმწოდებელთა დამფინანსებელი პირების გადარიცხვების შესახებ ინფორმაციის მოპოვება შეეძლება. კანონით აკრძალული დაფინანსების მიღების შემთხვევაში, თანხები სახელმწიფო ბიუჯეტში ჩაირიცხება.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ