ვილი სანიოლი თორნიკე ძოწენიძეზე - თორნიკემ სლოვაკეთში ძალიან კარგი სეზონი ჩაატარა, ვაკვირდებით, თუ ასევე გააგრძელებს შრომას და განვითარებას, აუცილებლად გამოვიძახებთ

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვილი სანიოლი არ გამორიცხავს, რომ სლოვაკეთში მოასპარეზე ქართველი მცველი თორნიკე ძოწენიძე ნაკრებში გამოიძახოს.

როგორც ვილი სანიოლმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, „თორნიკეს აკვირდება“ და „თუ ასევე გააგრძელებს შრომას და განვითარებას, აუცილებლად გამოიძახებენ”.

„თორნიკემ სლოვაკეთში ძალიან კარგი სეზონი ჩაატარა. ახლა რომ არ გამოვიძახე, არ ნიშნავს, რომ არ ვაკვირდებით, პირიქით. თუ ასევე გააგრძელებს შრომას და განვითარებას, აუცილებლად გამოვიძახებთ,“ - აღნიშნა ვილი სანიოლმა პრესკონფერენციაზე.

26 წლის თორნიკე ძოწენიძე ამჟამად სლოვაკეთის უმაღლეს საფეხბურთო ჩემპიონატში „NIKE LIGA“-ში ასპარეზობს. ის პოზიციით ცენტრალური მცველია.

სლოვაკეთის „NIKE LIGA“-ს სეზონის ბოლო მატჩში, ჩემპიონი სლოვანის წინააღმდეგ, თორნიკე ძოწენიძემ ორივე გუნდიდან ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა