შიო III - ბევრს ავიწყდება, რომ იესო ქრისტეა გზაც, ჭეშმარიტებაც და სიცოცხლეც - ფიქრობენ, მხოლოდ მეცნიერებაზე დაყრდნობით შეიძლება განათლება, ზნეობრივი აღორძინება და არ ახსოვთ, რომ უზნეო კაცის ხელში მეცნიერებაც შეიძლება აღმოჩნდეს ბოროტების სამსახურში

ბევრს ავიწყდება, რომ ღმერთი, იესო ქრისტეა გზაც, ჭეშმარიტებაც და სიცოცხლეც - ფიქრობენ, ღვთის გარეშე, მარტო ჩვენი გონებით, მხოლოდ მეცნიერებაზე დაყრდნობით შეიძლება საზოგადოების, თუ კაცობრიობის განათლება, ზნეობრივი აღორძინება და არ ახსოვთ ის, რომ უზნეო კაცის ხელში ეს ცოდნაც და მეცნიერებაც შეიძლება აღმოჩნდეს ბოროტების სამსახურში,- ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ ქადაგებაზე განაცხადა.

პატრიარქის თქმით, „რა გინდ ზნეობრივად დაცემული იყოს ადამიანი“, ქრისტეს რწმენას შეუძლია მასში გაღვივოს სულიერების, ზნეობრიობის ნაპერწკალი და დააყენოს ადამიანი გადარჩენის გზაზე.

„ძალიან ბევრს ავიწყდება, რომ ღმერთი, იესო ქრისტეა გზაც, ჭეშმარიტებაც და სიცოცხლეც. ფიქრობენ, ღვთის გარეშე, მარტო ჩვენი გონებით, მხოლოდ მეცნიერებაზე დაყრდნობით შეიძლება საზოგადოების თუ კაცობრიობის განათლება, ზნეობრივი აღორძინება და არ ახსოვთ ის, რომ უზნეო კაცის ხელში ეს ცოდნაც და მეცნიერებაც შეიძლება აღმოჩნდეს ბოროტების სამსახურში. შეიძლება, სიკვდილის იარაღიც კი გახდეს.

ამიტომ, მეცნიერება, ცოდნაც აუცილებელია, ამის გარეშეც არ შეიძლება, მაგრამ მხოლოდ ეს არ არის საკმარისი. მაშასადამე, საჭიროა კიდევ სხვა ძალა, რომელიც იმოქმედებს არამხოლოდ ადამიანის გონებაზე, არამედ მის გულზეც, შინაგან სამყაროსა და შინაგან ცხოვრებაზე. შეგახსენებთ, უფალი ამბობს: „გულიდან გამოდიან ბოროტი ზრახვანი“. რა გინდ ზნეობრივად დაცემული იყოს ადამიანი, ქრისტეს რწმენას შეუძლია მასში ეს ნაპერწკალი გაღვივოს - სულიერების, ზნეობრიობის და დააყენოს ადამიანი გადარჩენის გზაზე“,- განაცხადა პატრიარქმა.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ