„ქართული ოცნება“ – „ტიკტოკზე“ შეიქმნა ყალბი გვერდი ცოტნე ივანიშვილის სახელით და ვრცელდება მანიპულაციური ვიდეოები პროვოკაციული შინაარსით - სამართლებრივი რეაგირებისთვის საქმე შსს-ს გადაეცა

რამდენიმე კვირის წინ, სოციალურ პლატფორმა „ტიკტოკზე“ შეიქმნა ყალბი გვერდი ცოტნე ივანიშვილის სახელით. აღნიშნული ყალბი ანგარიშიდან ვრცელდება მანიპულაციური ვიდეოები პროვოკაციული შინაარსით, - ამის შესახებ განცხადებას „ქართული ოცნება“ ავრცელებს.

პარტიის ინფორმაციით, დამატებითი სამართლებრივი რეაგირებისათვის საქმე გადაცემული აქვს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის. პარტია მოუწოდებს „ტიკტოკის“ მომხმარებლებს, თავი შეიკავონ ყალბი გვერდის უკან მდგარ პირთან კომუნიკაციისგან.

„რამდენიმე კვირის წინ, სოციალურ პლატფორმა „ტიკტოკზე“ შეიქმნა ყალბი გვერდი ცოტნე ივანიშვილის სახელით. აღნიშნული ყალბი ანგარიშიდან ვრცელდება მანიპულაციური ვიდეოები პროვოკაციული შინაარსით, ამასთანავე ყალბი გვერდიდან ახალგაზრდებს მისდით მესიჯები ცოტნე ივანიშვილის სახელით, თითქოს ის იბარებს ადამიანებს პარტიის ცენტრალურ ოფისში გასაუბრებაზე.

სოციალური პლატფორმა „ტიკტოკის“ ადმინისტრაციისთვის გაგზავნილია ოფიციალური წერილი, რომ გვერდი არის ყალბი და საზოგადოება შეჰყავს შეცდომაში. ველოდებით აღნიშნულ წერილზე რეაგირებას და ყალბი გვერდის გაუქმებას. ასევე, გვსურს მოვუწოდოთ „ტიკტოკის“ მომხმარებლებს, რომ არ შევიდნენ კომუნიკაციაში აღნიშნული გვერდის უკან მდგომ პირთან, რადგან ის ბოროტად იყენებს ცოტნე ივანიშვილის სახელს და გვარს. დამატებითი სამართლებრივი რეაგირებისათვის საქმე გადაცემული აქვს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.“- ნათქვამია განცხადებაში.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ