მამაკაცი, რომელიც საპატრიარქოს ეზოში მანქანით შევარდა - არ მჭირდება ადვოკატი, მე მინდა მარტო ვიყო

არ მჭირდება ინტერესების დაცვა, მე მინდა მარტო ვიყო, - ამის უპასუხა საპატრიარქოს რეზიდენციასთან მომხდარი ხულიგნობის და ნივთის დაზიანების ფაქტზე ბრალდებულ როსტომ მაზმიშვილმა მოსამართლეს კითხვაზე, სურდა თუ არა მისი ინტერესები ადვოკატ ილია ნაცვლიშვილს დაეცვა.

მოსამართლეს ბრალდებულმა უპასუხა, რომ კერძო ადვოკატს თანხას ვერ გადაუხდიდა და არ სურდა მას დაცვა.

“არ ვიცი, ადვოკატი სახაზინოა თუ კერძო. მე ასე მაქვს გადაწყვეტილი. იყოს სახაზინო, კერძოს მე ფულს ვერ გადავუხდი. თუ დედაჩემი ასე თვლის, იყოს ასე, მაგრამ მე მირჩევნია მარტო ვიყო, არ მჭირდება ინტერესების დაცვა, მე მინდა მარტო ვიყო”, - განაცხადა ბრალდებულმა.

აღნიშნულის შემდეგ რამდენიმე წუთიანი შესვენება გამოცხადდა. შესვენების შემდეგ ბრალდებულმა თანხმობა განაცხადა, მისი უფლებები ადვოკატ ილია ნაცვლიშვილს დაეცვა.

ცნობისთვის, პროკურატურის ინფორმაციით, როსტომ მაზმიშვილი 2026 წლის 20 მაისს, რელიგიური შეუწყნარებლობის მოტივით, ავტომანქანით შეიჭრა საპატრიარქოს რეზიდენციის ტერიტორიაზე, სადაც დააზიანა ე.წ. „შლაგბაუმი“, შესასვლელი კარი და ეზოში მდგომი ავტომანქანა.

შემდგომ კი ის ეზოში მყოფ პირებს ემუქრებოდა,

როსტომ მაზმიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვის ნივთის დაზიანება) და 239-ე მუხლის მესამე ნაწილით (ხულიგნობა, ჩადენილი იარაღად სხვა საგნის გამოყენებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა