Aqualia-მ Global Water Summit 2026-ზე წლის საუკეთესო წყალარინების პროექტის ჯილდო მიიღო

18-20 მაისს ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში, Global Water Summit 2026 გაიმართა - წყლის სექტორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო პლატფორმა, რომელიც სექტორის გლობალურ ლიდერებს, კომპანიებს, ინვესტორებსა და საჯარო უწყებებს აერთიანებს. ამის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სამიტის ფარგლებში Global Water Awards-ზე Aqualia-ს პროექტმა NICE 2026 წლის საუკეთესო წყალარინების პროექტის ჯილდო მიიღო, რაც კომპანიის საერთაშორისო ლიდერობასა და ინოვაციური პროექტების წარმატებას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.

„სამდღიან სამიტზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო Aqualia-ს, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა საერთაშორისო ლიდერის პოზიცია წყლის სექტორში. კომპანია აქტიურად მონაწილეობდა გლობალურ სტრატეგიულ დისკუსიებში, რომლებიც შეეხებოდა წყლის სექტორის დაფინანსებას, ინოვაციებს, რეგულაციებს, მდგრად განვითარებასა და საჯარო და კერძო პარტნიორობის მნიშვნელობას. სამიტზე Aqualia-ს რეგიონულმა დირექტორმა ხოსე ენრიკე ბოფილმა ყურადღება გაამახვილა წყალმომარაგების სექტორის რეგულაციებისა და დაფინანსების გამოწვევებზე და აღნიშნა კომპანიის გამოცდილება ისეთ რთულ და დინამიკურ ბაზარზე, როგორიც საქართველოა.

სამიტის ფარგლებში Global Water Awards-ზე Aqualia-ს პროექტმა NICE 2026 წლის საუკეთესო წყალარინების პროექტის ჯილდო მიიღო, რაც კომპანიის საერთაშორისო ლიდერობასა და ინოვაციური პროექტების წარმატებას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.

სამიტის ფარგლებში ასევე გაიმართა მაღალი დონის შეხვედრა Aqualia-ს ხელმძღვანელობასა და საქართველოს სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს შორის. შეხვედრაში მონაწილეობდნენ Aqualia-ს აღმასრულებელი დირექტორი სანტიაგო ლაფუენტე, Aqualia-ს ფინანსური დირექტორი ისიდორო მარბანი, Aqualia-ს რეგიონული დირექტორი ხოსე ენრიკე ბოფილი, GWP-ის გენერალური დირექტორი ხოსე მიგელ სანტოსი, საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გიორგი კობერიძე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია და საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ბესიკ ჯიქარაული“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ