მარკ რუტემ ვოლოდიმირ ზელენსკი ანკარაში ნატო-ს სამიტზე მიიწვია

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ანკარაში ნატო-ს სამიტზე მიიწვია. ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ შვედეთის ქალაქ ჰელსინგბორგში ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვის შემდეგ რუტემ დაადასტურა, რომ მიიწვია ვოლოდიმირ ზელენსკი ნატო-ს ლიდერების სამიტზე, რომელიც 7-8 ივლისს ანკარაში გაიმართება.

„კი, უკვე მოვიწვიე. ის იქნება იქ, როგორც ჰააგაში იყო [ნატო-ს ლიდერების გასული წლის სამიტზე]“, - განაცხადა რუტემ.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა