ირაკლი კობახიძე - მუდმივად გავაგრძელებთ თავდაცვის ძალების სრულყოფაზე ზრუნვას, რათა ჯარი უზრუნველყოფილი იყოს თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და აღჭურვილობით

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა თავდაცვის ძალების წარმომადგენლები სახელმწიფო ჯილდოებით დააჯილდოვა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათი ცნობით, მთავრობის მეთაურმა სამხედროებს პროფესიონალიზმის, პატრიოტიზმისა და საქართველოსადმი ერთგული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა საქართველოს თავდაცვის ძალების მნიშვნელოვან როლს ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის განმტკიცებაში.

„საქართველოს თავდაცვის ძალები ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის საიმედო საყრდენია. დღევანდელი დღე ქართული სახელმწიფოს მიერ სამშობლოს წინაშე თქვენი უდიდესი ღვაწლის მორიგი აღიარებაა. მშვიდობა ჩვენი მთავრობისა და ხალხის უმთავრესი პრიორიტეტია. ეს არის ქვეყნის წინსვლისა და განვითარების უმთავრესი საფუძველი. მშვიდობისა და უსაფრთხოების მთავარი გარანტი კი ძლიერი, თანამედროვე და მაღალი სტანდარტების ჯარია. ეს ძლიერება სწორედ თქვენს სამხედრო ღირსებასა და საქმისადმი უანგარო ერთგულებას ეფუძნება. დღეს ჩვენ განსაკუთრებულ მადლიერებას გამოვხატავთ თქვენ მიმართ. თითოეულ თქვენგანს გილოცავთ დამსახურებულ სახელმწიფო ჯილდოს - სამშობლოსთვის გაწეული ყოველდღიური შრომისა და თავდადების სამართლიან აღიარებას. საქართველოს მთავრობის სახელით, მომავალშიც სრულ მხარდაჭერას გპირდებით. ჩვენ მუდმივად გავაგრძელებთ თავდაცვის ძალების სრულყოფაზე ზრუნვას, რათა ჯარი უზრუნველყოფილი იყოს თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და აღჭურვილობით, ხოლო თითოეულ ჯარისკაცს, ოფიცერსა თუ სერჟანტს ცხოვრებისა და საქმიანობის საუკეთესო პირობები და სათანადო დაფასება ჰქონდეს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს სახელმწიფო ჯილდოების მიღება მიულოცეს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა და ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა.

სამშობლოსა და ერის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა თავდაცვის ძალების მეთაურს, გენერალ-ლეიტენანტ გიორგი მათიაშვილს ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი გადასცა. საქართველოს სახელმწიფო აღმშენებლობაში - თავდაცვის განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, ღირსების ორდენებითა და ღირსების მედლებით დაჯილდოვდა თავდაცვის ძალების 7 წარმომადგენელი.

დაჯილდოების ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდაჭერით, სამხედროთა სპორტულ გუნდს მჯდომარე რაგბის ეტლები გადაეცა
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა