მარკო რუბიო - რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებები აღარ იმართება, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ეს შეიცვლება

რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებები აღარ იმართება, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ეს შეიცვლება, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ შვედეთის ქალაქ ჰელსინგბორგში ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

„ჩვენ ჩართული ვიყავით [სამშვიდობო მოლაპარაკებებში], ვინაიდან გვითხრეს, რომ მხოლოდ ჩვენ შეგვეძლო ეს. რუსებსა და უკრაინელებს მხოლოდ ჩვენთან უნდოდათ საუბარი, ამიტომ ჩავერთეთ. ისინი ნაყოფიერი არ იყო, სამწუხაროდ.

ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ ამ როლის შესრულება, ინფორმაციების გაჟონვის მიუხედავად, რომლებიც სიმართლეს არ შეესაბამება, ისტორიების მიუხედავად, თითქოს უკრაინელებს ამა თუ იმ პოზიციის დაკავებისკენ მოვუწოდებდით, რაც სიმართლე არაა. თუ დავინახავთ, რომ არის პროდუქტიული მოლაპარაკებების შესაძლებლობა, რომლებსაც შედეგის მოტანის შანსი გააჩნიათ, მზად ვართ ეს როლი შევასრულოთ.

ამ მომენტში ასეთი მოლაპარაკებები არ იმართება, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ეს შეიცვლება, ვინაიდან ამ ომის დასრულება მხოლოდ მოლაპარაკებების შედეგად მიღწეული შეთანხმებით შეიძლება. ის არ დასრულდება ერთი თუ მეორე მხარის სამხედრო გამარჯვებით, როგორც მინიმუმ სამხედრო გამარჯვებების ტრადიციული განმარტებით.

თუ შეგვიძლია ამის მიღწევაში როლის შესრულება, პრეზიდენტი [ტრამპი] ძალიან დაინტერესებულია ამის გაკეთებით. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში გარკვეულწილად ვიგრძენით, რომ დიდი პროგრესი არ იქნება მიღწეული, მაგრამ იქნებ დინამიკა შეიცვალოს და თუ შეიძლება - მზად ვართ ნებისმიერი კონსტრუქციული როლი შევასრულოთ. თუ ვინმე სხვას შეუძლია ამის მოგვარება - უნდა მოაგვარონ, მაგრამ, როგორც ჩანს, ამ მომენტისთვის მსოფლიოში სხვა არავის არ შეუძლია ეს“, - განაცხადა რუბიომ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე