ლევან ახობაძის ადვოკატი კითხვაზე, ჩხრეკისას ამოიღეს თუ არა დიდი ოდენობით თანხა - ამ ეტაპზე ვერ გიპასუხებთ, ვერაფერს ვერ დავადასტურებ, ვერც უარვყოფ

ამ ეტაპზე ვერ გიპასუხებთ. ვერაფერს ვერ დავადასტურებ, ვერც უარვყოფ, - ასე უპასუხა სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, ლევან ახობაძის ადვოკატმა, დავით სიმონიამ ჟურნალისტების კითხვას, სახლის ჩხრეკისას საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებმა ამოიღეს თუ არა დიდი ოდენობით თანხა.

როგორც ადვოკატმა სუს-ში შესვლისას განაცხადა, ახობაძე დანაშაულს არ აღიარებს.

„ჯერ არ გვქონია გამომძიებელთან შეხვედრა, ახლა ველოდებით. გავეცნობით საქმის მასალებს და ამის შემდეგ, თუ შეზღუდვა არ გვექნება, ვისაუბრებთ საქმის დეტალებზე. ამ ეტაპზე ვერ გიპასუხებთ. ვერაფერს ვერ დავადასტურებ, ვერც უარვყოფ. ვერ გაგცემთ პასუხს, დაველოდოთ გამომძიებელს. გავრცელებულ ინფორმაციას ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ ეთანხმება. თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს“,- განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე დააკავა.

უწყების ცნობით, ლევან ახობაძე დაკავებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე.

ლევან ახობაძე სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის მოადგილე იყო.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა