უნგრეთმა უკრაინიდან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტზე აკრძალვა გაახანგრძლივა

უნგრეთმა უკრაინიდან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტი აკრძალა, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერ მადიარმა გამოაცხადა.

„უნგრეთის მთავრობა უკრაინიდან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტს კრძალავს“, - წერს მადიარი X-ზე.

უნგრეთის მთავრობის დადგენილების თანახმად, აკრძალვა უკრაინიდან საქონლის, ღორის, ცხვრის, თხისა და ფრინველის ხორცზე, ასევე, კვერცხზე, თაფლზე, ბოსტნეულზე, ხორბალზე, ჭვავზე, ქერზე, სიმინდზე, წიწიბურაზე, ფქვილზე, მზესუმზირის ზეთსა და ღვინოზე ვრცელდება.

ასევე, მადიარის ცნობით, მისმა მთავრობამ უნგრეთის პარლამენტის მიერ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დატოვების შესახებ გასულ წელს მიღებული გადაწყვეტილება უკან გაიწვია.

ცნობისთვის, უნგრეთის ყოფილმა მთავრობამ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოდან (ICC) გასვლის შესახებ გასული წლის აპრილში გამოაცხადა, კერძოდ, ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ბუდაპეშტში ვიზიტის დროს.

2024 წლის ნოემბერში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბენიამინ ნეთანიაჰუს წინააღმდეგ ომის დანაშაულებისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის დაპატიმრების ორდერი გამოსცა.

უნგრეთი, როგორც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრი ვალდებული იყო, რომ ჰააგის სასამართლოს ბრძანება შეესრულებინა, თუმცა უნგრეთის მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა სასამართლოს გადაწყვეტილებას ცინიკური უწოდა და ნეთანიაჰუ უნგრეთში მიიწვია, ხოლო მასთან შეხვედრაზე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დატოვების შესახებ გამოაცხადა.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა