მედია - რუსეთის ქალაქ ნოვოროსიისკში ნავთობტერმინალზე დრონებით თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა

რუსეთის ქალაქ ნოვოროსიისკში ნავთობტერმინალზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა , - ინფორმაციას უკრაინული მედია რუსულ „ტელეგრამ“ არხებზე დაყრდნობით ავრცელებს.

რუსული „ტელეგრამ” არხების ინფორმაციით, დრონებით თავდასხმის შემდეგ კრასნოდარის მხარის ქალაქ ნოვოროსიისკში მდებარე ნავთობტერმინალის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.

კრასნოდარის მხარის ოპერატიული შტაბის ცნობით, ნავთობტერმინალის ტერიტორიაზე დრონის ნამსხვრევები ჩამოვარდა, რამაც ხანძარი გამოიწვია.

მათივე თქმით, იერიშის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა