დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე მილიონი ლარი შეგროვდა

„დაიცავი ილიაუნის” ლაივ სტრიმის მეშვეობით, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 000 000 ლარი შეგროვდა. აღნიშნულ მარათონს შეუერთდა რამდენიმე კომპანია, მათ შორის გამომცემლობები და უნივერსიტეტები.

"ერთი მილიონი! თანხა, რომელიც შეუძლებლად ჟღერს. თანხა, რომელიც ქართველმა ხალხმა სიყვარულით, ერთობით და სოლიდარობით შეაგროვა. ეს მილიონი ლარი ნიშნავს: სასუნთქ აპარატებს, ადაპტირებულ საწოლებს და ეტლებს, მედიკამენტებს, აუცილებელ ოპერაციებს და მასაჟებს და ყველაზე მთავარს - შანსს, რომ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებმა ყოველდღიური ბრძოლა გააგრძელონ. ეს მილიონი - ხალხის გამარჯვებაა", - ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

მარათონი ლაივ რეჟიმში კვლავ გრძელდება. ლაივი არ შეწყდება, ვიდრე დონაციები გაგრძელდება.

შეგროვებული თანხა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების ყოველდღიურ საჭიროებებს (სასუნთქი აპარატები და მათი მუდმივი მუშაობისთვს საჭირო გენერატორები, მედიკამენტები, ადაპტირებული საწოლები, ეტლები, სხვადასხვა ოპერაციები ხერხემალზე...) მოხმარდება.

„თბს: #GE20TB7881145068100026

საქართველო: #GE49BG0000000611756133

ქისა: www.kisa.ge“, - ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა