112-ის ხელმძღვანელად ნიკოლოზ ბაჭულაშვილი დაინიშნა

საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს.

შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა, მოადგილესთან გაგა კირკიტაძესთან ერთად, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი, ნიკოლოზ ბაჭულაშვილი წარუდგინა.

„სულხან თამაზაშვილმა „112"-ის ახალ დირექტორს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

ნიკოლოზ ბაჭულაშვილს შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა