ოკუპირებულ ცხინვალში მდინარეში რუსეთის მოქალაქეს ეძებენ - რუსული მედიის ცნობით, სამუშაოებში ჩართული არიან ქართველი მაშველებიც

ოკუპირებულ ცხინვალში მდინარეში გადავარდნილ რუსეთის მოქალაქეს ეძებენ, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში 200-მდე ადამიანია ჩართული.

რუსული მედიის ინფორმაციით, 1974 წელს დაბადებული რუსეთის მოქალაქე ანა ტიცი მდინარე ლიახვში 21 მაისს, საღამოს ჩავარდა.

ასევე, რუსული მედია წერს, რომ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ხელმძღვანელობამ დაკარგული რუსეთის მოქალაქის პოვნაში დახმარება ქართულ მხარესაც სთხოვა და მისი ძებნა ქართველმა მაშველებმაც დაიწყეს.

რუსული სახელმწიფო მედიის ცნობით, მდინარეში გადავარდნილი ქალი რეჟისორია, რომელიც „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მონაწილეების შესახებ, კერძოდ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიან ომში ცხინვალელი მონაწილეების შესახებ ფილმებს იღებდა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა