მიხეილ სააკაშვილი - 26 მაისი ყველამ უნდა აღვნიშნოთ, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ცალკე ეპიზოდური აქცია, უნდა გადაიზარდოს თანმიმდევრულ საპროტესტო გაშლილ ფრონტში - საქართველოს გასათავისუფლებლად

26 მაისის აქციაზეც, რომელსაც მე მხარს ვუჭერ, ჩემი აზრით, ჩვენ უნდა გავერთიანდეთ არა პარტიული ლოზუნგების, არამედ ჩვენი ხუთჯვრიანი ეროვნული დროშის გარშემო, რომელიც კიდევ ერთხელ უნდა გახდეს ჩვენი წინააღმდეგობის დროშა, - ამის შესახებ განცხადებას საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ავრცელებს.

მისი თქმით, სწორედ ამ დროშით ხელახლა უნდა აღდგეს საქართველოს სიძლიერე.

„ზოგი ხუთჯვრიან დროშას მიშას დროშას უწოდებს, თუმცა ეს არაა მართებული. სინამდვილეში ეს არის ჩვენი ისტორიული დავითიანი დროშა, რომელთან ერთადაც გავიმარჯვეთ ვარდების რევოლუციაში, შევქმენით ახალი ქართული სახელმწიფო, 2008 წელს შევაჩერეთ რუსეთი.

ამ დროში გაიცნო საქართველო თანამედროვე მსოფლიომ. ეს დროშა შეიყვარა ქართველმა ხალხმა და ამ დროშის დიქტატორს ისე ეშინია, როგორც ეშმაკს პირჯვრის გადაწერის.

სწორედ ამ დროშით ხელახლა უნდა აღვადგინოთ საქართველოს სიძლიერე, მოვაშოროთ რეჟიმი და გავათავისუფლოთ ჩვენი ტერიტორიები. ამ ქრისტიანული დროშით ბოლომდე უნდა დავმკვიდრდეთ ევროპაში.

26 მაისი ყველამ უნდა აღვნიშნოთ, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ცალკე ეპიზოდური აქცია, არამედ უნდა გადაიზარდოს თანმიმდევრულ საპროტესტო გაშლილ ფრონტში - საქართველოს გასათავისუფლებლად.

მხარს ვუჭერ ლევან ხაბეიშვილის მიმართვას, რომ დროშის გარშემო გაერთიანებულებმა უნდა გამოვიჩინოთ კიდევ მეტი გაბედულება და გადავიდეთ შეტევაზე.“- განაცხადა სააკაშვილმა.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა