CBS - აშშ ირანის წინააღმდეგ საჰაერო დარტყმების განახლებისთვის ემზადება

აშშ ირანის წინააღმდეგ საჰაერო დარტყმების განახლებისთვის ემზადება, - ინფორმაციას CBS News-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებმა პარასკევს ირანის წინააღმდეგ ახალი სამხედრო მოქმედებების დაწყების შესაძლებლობა განიხილეს, თუმცა ადმინისტრაციას საბოლოო გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ მიუღია.

გამოცემა წერს, რომ აშშ-ის შეიარაღებული ძალებისა და დაზვერვის წარმომადგენლებმა ხსოვნის დღესთან დაკავშირებულ უქმეებზე თავიანთი გეგმები გააუქმეს და ვაშინგტონში დარჩნენ.

ასევე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „მთავრობასთან დაკავშირებული გარემოებების“ გამო მიმდინარე უქმეებზე თავისი ვაჟის დონალდ ტრამპ უმცროსის ქორწილს ვერ დაესწრება. უქმეებზე დონალდ ტრამპი თეთრ სახლში დარჩა.

CNN-ის ცნობით, დონალდ ტრამპმა პარასკევს ირანთან დაკავშირებით შემდგომი ნაბიჯების შესახებ ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლებთან შეხვედრა გამართა.

ასევე, Reuters-ი წერს, რომ აშშ-სა და ირანს შორის „ომის დასრულებისა და მოლაპარაკებების პროცესში არსებული გადაუჭრელი საკითხების მოგვარების მიზნით“ პარასკევს თეირანში კატარის დელეგაცია ჩავიდა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა