ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი დიუშენით დაავადებულ ბავშვებზე - უმორჩილესად ვთხოვ საზოგადოების ყველა წევრს, ვისაც ღვთის შემწეობით გააჩნია ფინანსური რესურსი, ჩავერთოთ ამ მოძრაობაში - დრო გადამწყვეტი ფაქტორია

უმორჩილესად ვთხოვ საზოგადოების ყველა წევრს, იქნებიან ესენი ბიზნესის თუ კერძო სექტორის წარმომადგენლები, ვისაც ღვთის­ შემწეობით გააჩნია ფინანსური რესურსი, ჩავერთოთ ამ მოძრაობაში.ბიზნესის სექტორს ასევე თავად შეუძლია დააორგანიზოს მსგავსი მარათონი. მოგეხსენებათ, დრო გადამწყვეტი ფაქტორია , -ამის შესახებ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი სოციალურ ქსელში წერს და საზოგადოებას დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დახმარების მარათონში ჩართვისკენ მოუწოდებს.

ეპისკოპოსის თქმით, „გავერთიანდეთ ამ ღვთისთვის სამადლო საქმეში და ამ სიკეთის ქმნით შევეწიოთ საკუთარ სულებსაც“

„მინდა გამოვეხმაურო საზოგადოების თვითორგანიზებული ჯგუფის ინიციატივას დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დახმარების შესახებ.

უფალს ჩვენს იესო ქრისტეს ამქვეყნიური ცხოვრების დროს განსაკუთრებულად უყვარდა ბავშვები მათი უბიწოებისა და გულკეთილობის გამო. მაცხოვარი ეალერსებოდა და ლოცავდა მათ. ბრძანა უფალმა: ვინც ერთ ასეთ ყრმას შეიწყნარებს ჩემი სახელით, თავად მე შემიწყნარებს. უფალი ასევე მიგვითითებს, არ შეიძლება ყრმების აბუჩად აგდება, რადგან მათი ანგელოზები ცაში მარად ხედავენ ჩემი ზეციური მამის სახეს.

უმორჩილესად ვთხოვ საზოგადოების ყველა წევრს, იქნებიან ესენი ბიზნესის თუ კერძო სექტორის წარმომადგენლები, ვისაც ღვთის შემწეობით გააჩნია ფინანსური რესურსი, ჩავერთოთ ამ მოძრაობაში.

ბიზნესის სექტორს ასევე თავად შეუძლია დააორგანიზოს მსგავსი მარათონი.

მოგეხსენებათ, დრო გადამწყვეტი ფაქტორია.

ამრიგად, გავერთიანდეთ ამ ღვთისთვის სამადლო საქმეში და ამ სიკეთის ქმნით შევეწიოთ საკუთარ სულებსაც. პატივისცემით გიორგი ეპისკოპოსი მარნეულისა და ჰუჯაბის“- წერს მეუფე გიორგი.

ის აქვეყნებს ანგარიშის ნომრებს: თბს - #GE20TB7881145068100026 საქ. ბანკი - #GE49BG0000000611756133

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა