თურქეთში ოპოზიციური „სახალხო რესპუბლიკური პარტიის“ 2023 წლის ყრილობის შედეგებთან დაკავშირებით გამოძიების ფარგლებში 13 პირი დააკავეს

თურქეთში ოპოზიციური „სახალხო რესპუბლიკური პარტიის“ 2023 წლის ყრილობის შედეგებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 13 პირი დააკავეს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სტამბოლის მთავარი პროკურატურის განცხადებით, დაკავებულებს ბრალად ოპოზიციური „სახალხო რესპუბლიკური პარტიის 2023 წლის ყრილობის დროს ხმის მიცემის პროცესში ჩარევა ედებათ.

პროკურატურის ცნობით, საქმეში საუბარია „პოლიტიკური პარტიების შესახებ კანონის დარღვევისა“ და „ქრთამის აღების“ შესახებ.

ცნობისთვის, ხუთშაბათს თურქეთის სააპელაციო სასამართლომ „სახალხო რესპუბლიკური პარტიის“ 2023 წლის ყრილობის შედეგები ბათილად გამოაცხადა და მიზეზად დარღვევები დაასახელა. ასევე, გადაწყვეტილების თანახმად სასამართლომ პარტიის თავმჯდომარის თანამდებობიდან ოზგურ ოზელი გადააყენა, რომელიც აღნიშნულ პოზიციაზე სწორედ 2023 წლის ყრილობაზე აირჩიეს.

სააპელაციო სასამართლომ პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე ყოფილი ლიდერი, ქემალ ქილიჩდაროღლუ აღადგინა, რომელიც 2023 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დაამარცხა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა