"ხაზარაძეების ფონდი კულტურისთვის" პარტნიორობით,  თბილისის ხელოვნების ბაზრობის  ფარგლებში გამოფენა გაიხსნა

თბილისის ხელოვნების ბაზრობის ფარგლებში გამოფენა "ფორმად გადაქცეული კულტურა" გაიხსნა.

"ფორმად გადაქცეული კულტურა" — ცივილიზაცია ყველას დასანახად, რომელიც მაინც უჩინარი იყო.

თბილისის ხელოვნების ბაზრობის (TAF) ფარგლებში გამოფენა უკვე გაიხსნა! საბჭოთა მკაცრი ცენზურის (GOST/OST) პირობებში, "საქმრევგაფორმების" ანონიმურმა ხელოვანებმა (სევერიან კეცხველი, ანრი სამაშვილი, ცოტნე მონიავა) შეუძლებელი შეძლეს: ღვინის ეტიკეტებში, ჩაის ყუთებსა და შეფუთვებში ეროვნული იდენტობის ფარული კოდები ჩააქსოვეს. "სამტრესტის" იდეოლოგიური ფილტრის გვერდის ავლით, მათ დიზაინში შუა საუკუნეების კედლის მხატვრობის მოტივები, ქართული ორნამენტები და დამწერლობა შემოაპარეს, რაც კულტურული დამოუკიდებლობის ჩუმი, მაგრამ მყარი განაცხადი იყო.

საოჯახო არქივებიდან ფიზიკურ განადგურებას გადარჩენილი ეს მასალები, ვია სკანგალეს კურატორობითა და "Studio Gypsandconcrete"-ის ინტერაქციული ექსპოზიციით, პირველად იხსნება ფართო საზოგადოებისთვის, რათა დაიბრუნოს კუთვნილი ადგილი ისტორიაში.

პროექტის პარტნიორია "ხაზარაძეების ფონდი კულტურისთვის"“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
BMW ჯგუფმა მეხუთე თაობის ახალი BMW X5 წარადგინა