ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა საზღვრიდან 1700 კილომეტრში რუსეთში ქიმიურ ქარხანას დაარტყა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა საზღვრიდან 1700 კილომეტრში რუსეთში ქიმიურ ქარხანას დაარტყა, - ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა ინფორმაცია, რომ 23 მაისის ღამეს უკრაინამ საზღვრიდან 1700 კილომეტრის დაშორებით, რუსეთის პერმის მხარეში მდებარე „მეტაფრაქსის“ ქიმიურ ქარხანას დაარტყა.

მისი თქმით, ქარხანა რუსეთის ქიმიური მრეწველობის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს.

„კომპანიის პროდუქცია ათეულობით რუსულ სამხედრო საწარმოს ამარაგებს, მათ შორის თვითმფრინავების და დრონების, სარაკეტო ძრავებისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების მწარმოებელ ქარხნებს. ახლა ობიექტზე საწარმოო პროცესი შეჩერებულია“, - წერს ზელენსკი X-ზე.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა