საფრანგეთმა ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

საფრანგეთმა ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა, - ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ გამოაცხადა.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ განაცხადა, რომ ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრს იტამარ ბენ-გვირს საფრანგეთის ტერიტორიაზე შესვლა „გლობალური სუმუდის ფლოტილიის“ ბორტზე მყოფი „საფრანგეთის და ევროპის მოქალაქეების მიმართ მიუღებელი ქმედებების“ საპასუხოდ აეკრძალა.

„ჩვენ ვგმობთ ამ ფლოტილიის მიდგომას, რომელსაც არანაირი სასარგებლო შედეგი არ მოაქვს და დიპლომატიურ და საკონსულო სამსახურებს ზედმეტ ტვირთად აწვება, რომელთა პროფესიონალიზმს მე მივესალმები. თუმცა, ჩვენ საფრანგეთის მოქალაქეების მიმართ ამგვარ მუქარას, დაშინებასა და სასტიკ მოპყრობას ვერ დავუშვებთ, განსაკუთრებით მთავრობის წარმომადგენლის მხრიდან“, - წერს ბარო X-ზე.

ჟან-ნოელ ბარო ევროკავშირს იტამარ ბენ-გვირის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს.

ცნობისთვის, ოთხშაბათს ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრმა, იტამარ ბენ-გვირმა სოციალურ ქსელში პალესტინელების მხარდამჭერი დაკავებული აქტივისტების ვიდეო გაავრცელა. ვიდეოში ჩანს თუ როგორ ეპყრობა ბენ-გვირი დაკავებულ აქტივისტებს, რომლებიც მუხლებზე დაჩოქილები და ზურგს უკან ხელებშეკრულები არიან. ბენ-გვირი მათ შორის დადის ისრაელის დროშით და ყვირის: „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ისრაელში, ჩვენ ვართ აქ ბატონ-პატრონები“. ვიდეოს თან ახლავს წარწერა: „ასე ვესალმებით ტერორიზმის მხარდამჭერებს“.

ფლოტილია „სუმუდი“ 14 მაისს თურქეთის ქალაქ მარმარისიდან გავიდა და 18 მაისს ისრაელის საზღვაო ძალებმა საერთაშორისო წყლებში, ღაზადან დაახლოებით 250 საზღვაო მილის დაშორებით, შეაჩერეს. ორგანიზატორების თქმით, 40-ზე მეტი ქვეყნიდან 428 ადამიანი დააკავეს. „გლობალური სუმუდის ფლოტილიის“ განცხადებით, ბორტზე მყოფ აქტივისტებს ღაზაში მცხოვრები პალესტინელებისთვის საკვები, მათ შორის ბავშვების საკვები და სამედიცინო დახმარება გადაჰქონდათ.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა