გიორგი ვაშაძე - 26 მაისს ვიკრიბებით თსუ-თან, ყველაფერი იქნება მშვიდად და წყნარად, არ ავყვებით „ქართულ ოცნებას“ ხაფანგში - მათ ეშინიათ

26 მაისს,19:00 საათზე, ვიკრიბებით თსუს-თან, ყველაფერი იქნება მშვიდად და წყნარად. არ ავყვებით „ქართულ ოცნებას“ ხაფანგში, რომლის დაგებაც უნდა. ეშინიათ, რომ ძალიან ბევრი ხალხი მოვა და უნდათ, რაღაც დაძაბონ. ჩვენ დაძაბულობის და ესკალაციის საშუალებას მათ არ მივცემთ , - ამის შესახებ „ოპოზიციური“ ალიანსის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ვაშაძის თქმით, „ქართული ოცნება“ სცენის დადგმის შესაძლებლობას არ აძლევს, შესაბამისად, ოპოიზიცია იფიქრებს ალტერნატივაზე, რომ „ქართულ ოცნებას“ სიტუაციის ხელოვნურად დაძაბვის შესაძლებლობა არ მისცეს.

ვაშაძის შეფასებით, „ქართული ოცნების“ ქმედებები „ოპოზიციური ალიანსის“ სწორი ტაქტიკის შედეგია და ჩანს, რომ „მთლიანად აშიშვლებენ რეჟიმს“.

“სცენის დადგმის პრობლემა რაშია? მითუმეტეს არც რუსთაველზე, არც მიმდებარე ტერიტორიაზე, „თავისუფლების“ აქეთ, არანაირი ღონისძიება არ არის დაგეგმილი, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენ ამ საკითხს სახელმწიფოებრივად მივუდგებით, ეს არის დამოუკიდებლობის დღე, ერთიანობის დღე და ამ ერთიანობას აუცილებლად ყველა ერთად აღვნიშნავთ.

ჩვენ უნდა შეგვეტანა აპარატურა, სცენა რათა მიგვემართა ხალხისთვის, რომელიც ძალიან ბევრი მოვა რუსთაველზე. ახლა, უნდა ვიფიქროთ, როგორ გავაკეთოთ ეს ყველაფერი, რომ „ქართულ ოცნებას“ სიტუაციის ხელოვნურად დაძაბვის შესაძლებლობა არ მივცეთ, რომელიც ვიცით,რომ იქ რაღაც კორდონებს ჩააყენებს. ვიკრიბებით თსუ-სთან, ყველაფერი იქნება მშვიდად და წყნარად, არ ავყვებით „ქართულ ოცნებას“ იმ ხაფანგში, რომლის დაგებაც მას უნდა. ცარიელ რუსთაველზე, სადაც არავითარი ღონისძიება არ ტარდება მითუმეტეს საღამოს 19:00 საათზე, სამართლიანია თუ არა სცენისა და ხმის აპარატურის შეტანის შესაძლებლობას რომ აღარ გვაძლევენ? ამას აკეთებენ, ე.ი. ეშინიათ, რომ ძალიან ბევრი ხალხი მოვა და უნდათ,რომ რაღაც დაძაბონ. ჩვენ დაძაბულობის და ესკალაციის საშუალებას მათ არ მივცემთ. 26 მაისი ჩაივლის მშვიდობიანად, ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ“ , - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა