დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები საზოგადოებას - სიტყვები არ გვყოფნის მადლიერების გამოსახატავად დახმარებისთვის, რაც მივიღეთ - მთავარი ამოცანა წამლების მიღებაა, 24 მაისს, 19:30 საათზე გაიმართება „დიუშენის მარში“

დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ სოლიდარობის მარათონის ფარგლებში მიღებული დახმარებისთვის საზოგადოებას მადლობას უხდიან.

ამასთან, როგორც განცახდებაში ნათქვამი, მათი შვილებისთვის წამლების მიღების მოთხოვნით 24 მაისს რუსთაველის მეტროდან სახელმწიფო კანცელარიამდე გაიმართება დიუშენის მარში.

განცხადების თანახმად, გამომდინარე იქედან რომ 18:00 საათზე იმავე ადგილას სხვა ღონისძიება არის დაგეგმილი დიუშენის მარში გაიმართება საათნახევრის დაგვიანებით - 19:30 საათზე.

„ძვირფასო მეგობრებო, ახლობლებო და უცნობო ადამიანებო, სიტყვები არ გვყოფნის იმ მადლიერების გამოსახატავად იმ დახმარებისთვის, რაც ჩვენ თქვენგან მივიღეთ.

იმ დროს, როდესაც ჩვენი შვილების ჯანმრთელობა დღითიდღე უარესდება და ხელისუფლება იშველიებს სხვადასხვა არგუმენტებს, რომ ქვეყანაში არ შემოიტანოს მათი სიცოცხლის გამახანგრძლივებელი პრეპარატები, ჩვენ უზარმაზარი მხარდაჭერა მივიღეთ საზოგადოებისგან.

თქვენი მხარდაჭერით ილიანის სტუდენტებმა მარათონის ფარგლებში ჩვენთვის შეგროვეს მილიონ სამასი ათასი ლარი, ხოლო გიორგი კალატოზიშვილმა საქართველოს ბანკის პლიუს ქულების მეშვეობით შეაგროვა 120 000 ლარზე მეტი, ჩვენი ორგანიზაციის ანგარიშზე ასევე თანხებს რიცხავს უამრავი კომპანია, ბიზნესმენი, კერძო პირი. ეს კამპანია დღესაც გრძელდება. ამით მტკიცდება, რომ ჩვენ დროში კვლავ არის შესაძლებელი მოხდეს ის სასწაული, რომლის არსებობის ჩვენ უკვე აღარ გვჯეროდა.

მიღებული თანხებით ჩვენ გავაკეთებთ ძალიან ბევრ კარგ საქმეს რათა გავახაროთ ჩვენი ბავშვები და შევამსუბუქოთ მათი მდგომარეობა.

თუმცა, მთავარი ამოცანა ისევ და ისევ წამლების მიღებაა. შესაბამისად, თქვენი მხარდაჭერით ჩვენ ვაგრძელებთ 24 საათიან პროტესტს და ქუჩის სხვა აქციებს და ვითხოვთ სახელმწიფოსგან დიუშენის საწინააღმდეგო თანამედროვე წამლების შემოტანას. სამწუხაროდ დრო ჩვენი შვილების სასარგებლოდ არ მოქმედებს.

ბავშვებისთვის წამლის მოთხოვნით, კვირას 24 მაისს რუსთაველის მეტროდან სახელმწიფო კანცელარიამდე გაიმართება დიუშენის მარში. გამომდინარე იქედან რომ 18 საათზე იმავე ადგილას სხვა ღონისძიება არის დაგეგმილი დიუშენის მარში გაიმართება საათნახევრის დაგვიანებით ანუ 19:30 საათზე.

როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ დავიწყეთ ელექტრონული ხელმოწერების შეგროვება. პეტიციის ლინკს ნახავთ საიტზე.

ჩვენ ასევე ვიწყებთ ფიზიკური ფორმით ხელმოწერების შეგროვებას. მსურველებს შეგიძლიათ მოხვიდეთ სახელმწიფო კანცელარიასთან და მოაწეროთ ხელი შესაბამის განცხადებაზე. ან თავად ამობეჭდოთ ფორმა, შეავსებინოთ ადამიანებს და გადმოგვიგზავნოთ ამავე ფორმაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.

ვისაც გაქვთ სურვილი რომ დახმარება გაგვიწიოთ ფიზიკური ფორმით ხელმოწერების შეგროვებაში გთხოვთ რეგისტრაცია გაიაროთ ლინკზე .

ყველას დიდ მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის. სოლიდარობა გადაგვარჩენს!“, - ნათქვამია განცხადებაში.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა