ირაკლი კუპრაძე წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლესალეში მოსახლეობას შეხვდა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლესალეში ადგილობრივი მოსახლეობა, სამეგრელოში მყოფ, “ძლიერი საქარათველო ლელოს” ლიდერს, ირაკლი კუპრაძეს შეხვდა.

"ლელო-ძლიერი საქართველოს" ინფორმაციით, მოსახლეობამ კოალიციის ლიდერს წლების განმავლობაში "მოუგვარებელი ინფრასტრუქტურულ პრობლემები" გაუზიარა.

"ადგილობრივების განცხადებით, სოფელში საავტომობილო გზა მძიმე მდგომარეობაშია და მიუხედავად არაერთი დაპირებისა, მისი რეაბილიტაცია ამ დრომდე არ მომხდარა. მათი თქმით, დაზიანებული გზა სოფელს განსაკუთრებით უამინდობის დროს ფაქტობრივად იზოლაციაში აქცევს და გარე სამყაროსთან მოწყვეტილს ტოვებს.

ადგილობრივები ამბობენ, რომ არსებული ვითარება უკვე პირდაპირ საფრთხეს უქმნის მათი ოჯახების , ბავშვების სიცოცხლეს, რადგან საჭიროების შემთხვევაში სოფელში ვერ ადის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი, რაც კრიტიკულ სიტუაციებში დროული დახმარების მიღებას შეუძლებელს ხდის.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა