ლიკვიდირებულია მამაკაცი, რომელმაც თეთრ სახლთან ახლოს საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებს ცეცხლი გაუხსნა

აშშ-ის საიდუმლო სამსახურის განცხადებით, ლიკვიდირებულია პირი, რომელმაც თეთრი სახლის მახლობლად უსაფრთხოების საკონტროლო-გამშვებ პუნქტს ცეცხლი გაუხსნა, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

საიდუმლო სამსახურის პრესსპიკერმა წინასწარი გამოძიების შედეგებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ მათმა თანამშრომლებმა მამაკაცს საპასუხო ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც ის დაიჭრა, მოგვიანებით კი, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

სროლის დროს დაიჭრა ერთი გამვლელი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს და კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში მადლობა გადაუხადა საიდუმლო სამსახურს და სამართალდამცავ ორგანოებს საფრთხეზე სწრაფი რეაგირებისთვის.

მედიის ინფორმაციით, ეჭვმიტანილი 21 წლის ნასირ ბესტია. სამართალდამცავი ორგანოების ერთ-ერთი წყაროს ცნობით, ბესტს ადრეც ჰქონდა შეხება საიდუმლო სამსახურთან, მათ შორისაა 2025 წლის ივნისში მომხდარი ინციდენტი, რომლის დროსაც მამაკაცმა თეთრი სახლის შესასვლელი გადაკეტა. წყაროს ცნობით, ბესტი აცხადებდა, რომ ის „ღმერთი“ იყო. საიდუმლო სამსახურმა მაშინ მამაკაცი დააკავა და ფსიქიკური მდგომარეობის შესაფასებლად ვაშინგტონის ფსიქიატრიულ ინსტიტუტში გადაიყვანა. წყაროს ცნობით, მომდევნო თვეში, 2025 წლის ივლისში, საიდუმლო სამსახურმა ბესტი კვლავ დააკავა მას შემდეგ, რაც მან თეთრი სახლის კომპლექსის ეზოში შესვლა სცადა. მოსამართლემ გასცა ბრძანება, რომლითაც მას თეთრი სახლის ტერიტორიასთან მიახლოება აუკრძალეს.

შარშან მომხდარი შემთხვევების გამოძიებისას, გამომძიებლებმა აღმოაჩინეს, რომ ბესტმა სოციალურ მედიაში სხვადასხვა განცხადება გააკეთა, მათ შორის აცხადებდა, რომ ის ნამდვილი ოსამა ბინ ლადენი იყო და ასევე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც ტრამპისთვის ზიანის მიყენების სურვილზე მიუთითებდა. თუმცა, სამართალდამცავ ორგანოებში აცხადებენ, რომ პოლიციას აქამდე არასდროს დაუფიქსირებია მამაკაცის ძალადობრივად ქცევის ან იარაღის ტარების შემთხვევა.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა
BMW ჯგუფმა მეხუთე თაობის ახალი BMW X5 წარადგინა