თბილისის მერია 26 მაისის აქციის ორგანიზატორებისთვის გაგზავნილ საპასუხო წერილს ავრცელებს

26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი ოფიციალური ღონისძიებების გათვალისწინებით, თბილისში შეცვლილია სატრანსპორტო მოძრაობის სქემები როგორც საზოგადოებრივი, ასევე არასაზოგადოებრივი ტრანსპორტისათვის, რაც თავის მხრივ გულისხმობს სხვა ქუჩების დატვირთვას ტრანსპორტის მოძრაობის კუთხით - აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ რაიმე სახის კონსტრუქციების (მათ შორის სცენის) მოწყობა დაუშვებლად მიგვაჩნია, - ამის შესახებ თბილისის მერიის საპასუხო წერილშია აღნიშნული, რომელიც 26 მაისის აქციის ორგანიზატორებს გაუგზავნა.

ამასთან, მერიის განმარტებით, სატრანსპორტო ნაკადების გადაადგილების დამატებით შეფერხების თავიდან აცილების თვალსაზრისით დაუშვებლად მიაჩნიათ ტრანსპორტის სავალ ნაწილზე რაიმე სახის კონსტრუქციის, მათ შორის სცენის, მოწყობა.

მათივე ცნობით, აქციის ორგანიზატორების მხრიდან სხვა ტერიტორიაზე მიმართვის შემთხვევაში, საკითხს დამატებით განიხილავენ.

„თქვენს 2026 წლის 22 მაისის NCA0041260907846 განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება 26 მაისს საპროტესტო აქციის გამართვას და მსვლელობას (ი.ჭავჭავაძის გამზირიდან პ.მელიქიშვილის და შ.რუსთაველის გამზირის გავლით და საქართველოს პარლამენტის ადმინისტრაციულ შენობასთან დასრულებას, ასევე კონსტრუქციების, მათ შორის, სცენის მოწყობას), გაცნობებთ შემდეგს: 2026 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი ოფიციალური ღონისძიებების გათვალისწინებით, ქალაქ თბილისში შეცვლილია სატრანსპორტო მოძრაობის სქემები, როგორც საზოგადოებრივი ასევე არასაზოგადოებრივი ტრანსპორტისათვის, რაც თავის მხრივ გულისხმობს სხვა ქუჩების დატვირთვას ტრანსპორტის მოძრაობის კუთხით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ რაიმე სახის კონსტრუქციების (მათ შორის სცენის) მოწყობა დაუშვებლად მიგვაჩნია. რაც შეეხება წერილში მითითებულ სხვა ლოკაციებს, სატრანსპორტო ნაკადების გადაადგილების დამატებით შეფერხების თავიდან აცილების თვალსაზრისით, რაიმე სახის კონსტრუქციის (მათ შორის სცენის) მოწყობა ასევე დაუშვებლად მიგვაჩნია ტრანსპორტის სავალ ნაწილზე.

თქვენის მხრიდან სხვა ტერიტორიაზე მომართვის შემთხვევაში, საკითხს განვიხილავთ დამატებით“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც თბილისის მერიამ 26 მაისის აქციის ორგანიზატორებს გაუგზავნა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა