ანდრეი სიბიგა კიევზე თავდასხმაზე - ეს დარტყმა შიდა აუდიტორიისთვის „ძალის“ დემონსტრირებას ისახავდა მიზნად, ამის ნაცვლად, ის მხოლოდ პუტინის სისუსტეს ადასტურებს

პუტინს სურდა „ძალის“ ჩვენება, მაგრამ მხოლოდ თავისი სისუსტე დაადასტურა, - ასე ეხმაურება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა რუსეთის მიერ კიევზე განხორციელებულ თავდასხმას.

მისი თქმით, რუსეთმა კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ტერორისტული თავდასხმა განახორციელა დაახლოებით 600 დრონით და ათობით ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტით. თავდასხმის ქვეშ ასევე მოექცნენ ჩერკასის, ხარკოვის, კროპივნიცკის, ოდესის, პოლტავას, სუმის და ჟიტომირის ოლქები. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სულ მცირე ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და ათობით დაშავდა. დაზიანებულია მრავალი საცხოვრებელი შენობა.

„ბრძოლის ველზე შედეგის მიღწევის უნარის არ ქონის გამო, პუტინი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ტერორს მიმართავს. ეს დარტყმა, ალბათ, შიდა აუდიტორიისთვის „ძალის“ დემონსტრირებას ისახავდა მიზნად, მაგრამ ამის ნაცვლად, ის მხოლოდ პუტინის სისუსტეს ადასტურებს. რუსებიც კი ხედავენ, რომ ის წაგებულია. მისი „სპეციალური ოპერაცია“ შედეგს არ იძლევა. დანაკარგები უზარმაზარია, მაგრამ ერთი მიზანიც კი არ არის მიღწეული. გარდა იმისა, რომ რუსეთში აღარ არსებობს უსაფრთხო ადგილები, რადგან უკრაინა აძლიერებს თავის სპეციალურ შორ მანძილზე მოქმედ „სანქციებს“, - წერს სიბიგა სოციალურ ქსელში.

უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელი პარტნიორებს მოუწოდებს, უკრაინის მხარდაჭერა გააძლიერონ და რუსეთის რეჟიმზე ზეწოლა გაზარდონ.

„მსოფლიოს აქვს ბერკეტი. ის სწორად უნდა იქნას გამოყენებული - რათა მოსკოვს ვაჩვენოთ, რომ ასეთი დარტყმები არანაირ შედეგს არ მოიტანს - და რუსეთი ვაიძულოთ, ეს ომი დაასრულოს“, - აცხადებს სიბიგა.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა