ირაკლი კუპრაძე სამეგრელოს სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

„ძლიერი საქართველო-ლელოს“ ლიდერი, ირაკლი კუპრაძე, სამეგრელოს სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს და რეგიონში არსებულ მძიმე სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პრობლემებს ეცნობა,- ამის შესახებ ინფორმაციას „ძლიერი საქართველო-ლელო“ ავრცელებს.

მათი ცნობით, წალენჯიხაში ირაკლი კუპრაძემ მოინახულა მამუკა ხაზარაძის მიერ დაწყებული პროექტები, „არტ მეურნეობა“ და ნიკო კვარაცხელიას სახელობის IT სკოლა, „სადაც 100-მდე ახალგაზრდა სრულიად უფასოდ იღებს განათლებას“.

კუპრაძის თქმით, ეს არის მაგალითი იმისა, როგორ შეიძლება განვითარდეს რეგიონი მაშინ, როცა არსებობს ხედვა და ნება.

„ირაკლი კუპრაძე ასევე ეწვია „იუვენტუსის“ აკადემიას, სადაც ადგილობრივი და საოკუპაციო ხაზს მიღმა მცხოვრები ბავშვები სრულიად უფასოდ ვარჯიშობენ. მისი შეფასებით, მსგავსი პროექტები ახალგაზრდებისთვის რეალური შესაძლებლობების შექმნის იშვიათი მაგალითია დღევანდელ რეალობაში.

„ძლიერი საქართველო-ლელოს” ლიდერებს, მძიმე სურათი დახვდათ სოფელ სქურში - გზების არარსებობა, წყლის პრობლემა და სრულად გამოუყენებელი ტურისტული პოტენციალი. კუპრაძის განცხადებით, „სახელმწიფოს მიტოვებული აქვს სოფლები, სადაც ადამიანებს ელემენტარული პირობებიც კი არ აქვთ“.

მისივე თქმით, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ სქური აღარ იქნება მიტოვებული სოფელი და გადაიქცევა ტურისტული მიზიდულობის ცენტრად: „ეს უსამართლობა უნდა დასრულდეს, სქურს და მის მოსახლეობას განვითარების შანსი უნდა მიეცეს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა