ცოტნე ივანიშვილი - არსებობს ყალბი სტერეოტიპი, თითქოს ახალგაზრდების უმეტესობა „ქართული ოცნების“ მიმართ ძალიან ცუდადაა განწყობილი - თუ ორი განსხვავებული აზრის ადამიანს მართლა უყვარს სამშობლო, შეუძლია იმსჯელოს და ამ პოლემიკაში იბადება ჯანსაღი აზრი

თუ ორი განსხვავებული აზრის მქონე ადამიანს ჯანსაღად, მართლა უყვარს თავისი სამშობლო, მაშინ ყველა თემასთან დაკავშირებით შეუძლია, რომ იმსჯელოს, იკამათოს და ამ პოლემიკაში თავისთავად იბადება ჯანსაღი აზრი, იბადება მყარი პოზიცია და იბადება სიმართლე, რაც მთავარია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შვილმა ცოტნე ივანიშვილმა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის რეგიონულ კონფერენციაზე, რუსთავში განაცხადა.

ცოტნე ივანიშვილის თქმით, საზოგადოებაში არსებობს ყალბი სტერეოტიპი იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ახალგაზრდების უმეტესობა „ქართული ოცნების“ მიმართ რადიკალურად ცუდად არის განწყობილი.

„მე მგონი ყველანი მარტივად შევთანხმდებით იმასთან დაკავშირებით, რომ დღეს საქართველოში არსებობს ყალბი სტერეოტიპი იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ახალგაზრდების უმეტესობა არის „ქართული ოცნების“ მიმართ ძალიან ცუდად განწყობილი. მე პირადად მაგალითად მეგობრებიც მყავს, რომლებთანაც რადიკალურად განსხვავებული პოზიცია შეიძლება მქონდეს ბევრ თემასთან დაკავშირებით, მაგრამ ყოველთვის მიხარია მათთან კამათი, საუბარი. მანამდეც აღვნიშნე და გავიმეორებ ახლაც, რომ, ჩემი აზრით, თუ ორი განსხვავებული აზრის მქონე ადამიანს ჯანსაღად, მართლა უყვარს თავისი სამშობლო, მაშინ ყველა თემასთან დაკავშირებით შეუძლია, რომ იმსჯელოს, იკამათოს და ამ პოლემიკაში თავისთავად იბადება ჯანსაღი აზრი, იბადება მყარი პოზიცია და იბადება სიმართლე, რაც მთავარია“,- განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა.

ცოტნე ივანიშვილმა შეკითხვით მიმართა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ბორდის წვერებს, თუ როგორ ხედავენ ისინი ახალგაზრდული კონფერენციების სამომავლო ფორმატს.

„ჩემი აზრით, ამ ფორმატმა გააკეთა იმისი დემონსტრაცია, რომ დიალოგი მართლაც შეიძლება შედგეს ახალგაზრდებს შორის. მე მაინტერესებს როგორ ხედავთ ამ ფორმატის უფრო გრძელვადიან დაკანონებას? ძალიან მიხარია, რომ აპირებთ შემოიაროთ სრულიად საქართველო, მეც პირადად ძალიან მიხარია დღეს აქ ყოფნა. ძალიან მაგარი ინიციატივაა ეს.

იმის შემდეგ, რაც შემოივლით სრულიად საქართველოს, მე როგორც მახსოვს, დასკვნითი ღონისძიება იქნება თბილისში. ფიქრობთ თუ არა, რომ უნდა გაგრძელდეს მსგავსი ტიპის ფორმატი ახალგაზრდებთან და თუ ფიქრობთ, აპირებთ მართლაც ამის გაგრძელებას როგორ ხედავთ უფრო მუდმივ, გრძელვადიან ფორმატს, იმას, რომ დიალოგი დაკანონდეს ახალგაზრდებს შორის, აღმოვფხვრათ ეს ხელოვნურად შექმნილი პოლარიზაცია ქვეყანაში“,-განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა
BMW ჯგუფმა მეხუთე თაობის ახალი BMW X5 წარადგინა