თბილისში, ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით სამი პირი დააკავეს

პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი სამი პირი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ბრალდებულებმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ერთ პირს ცივი იარაღით ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი 3 პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ერთ პირს და ცივი იარაღის გამოყენებით ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენეს.

დაშავებული შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს.

პოლიციამ საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დანაშაულის ჩამდენი სამივე პირი ბრალდებულის სახით დააკავა.

სამართალდამცველების მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა