საქართველოს პროკურატურის ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრები მარტვილის  და  ჩხოროწყუს რაიონის საჯარო სკოლებში გაიმართა

საქართველოს პროკურატურა აგრძელებს ანტინარკოტიკულ კამპანიას. პროკურორებმა მორიგი საინფორმაციო შეხვედრები მარტვილის N2 და ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხის N1 საჯარო სკოლებში გამართეს. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

„პროკურორებმა მოსწავლეებს შეხვედრებზე ნარკოტიკულ დანაშაულებსა და მის შესაბამის სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე მიაწოდეს ინფორმაცია. საინფორმაციო შეხვედრების მთავარი მიზანი მოზარდებში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება და დანაშაულის პრევენციაა. საქართველოს პროკურატურისთვის საგანმანათლებლო-საინფორმაციო კამპანიები პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება. აღსანიშნავია, რომ საქართველოს პროკურატურა სხვადასხვა სამართლებრივ თემაზე საინფორმაციო შეხვედრებს აქტიურად ატარებს, რაც მომავალშიც გაგრძელდება”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა