კახა წიქარიშვილი - წამლების „გაშავება“ რომ აღარ გამოდის, დახმარებების და იმ ხალხის „გაშავება“ დაიწყეს, ვინც ჩვენ გვეხმარება - ხალხი ფულს რიცხავს და ვიღაცას ეს ძალიან ანერვიულებს, ცდილობენ, ეს დახმარება გააჩერონ

როდესაც ხალხმა ჩვენი დახმარება დაიწყო, ახლა დახმარების „გაშავება“ დაიწყეს - ხალხს ეუბნებიან: რატომ ეხმარებით, მაგათ ფული არ სჭირდებათო - დიუშენით დაავადებულ ბავშვებს მთელი საზოგადოება გვერდზე დაუდგა, ხალხი ფულს რიცხავს - ვიღაცას ეს ძალიან ანერვიულებს და ცდილობენ, რომ ეს დახმარება გააჩერონ, - ამის შესახებ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვის მშობელმა, კახა წიქარიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებას ახლა კამპანია აქვს, რომ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვებისთვის ხალხის მხრიდან დახმარების მარათონი გააჩერონ.

„ჩვენ ვართ ისეთ მდგომარეობაში, რომ ხელისუფლება დღემდე არ აცხადებს, რომ წამლების შემოტანას აპირებს. ჩვენ უკვე ორი წელია ვითხოვთ წამლების შემოტანას და ხელისუფლება უარს ამბობს, ან საერთოდ არაფერს არ ამბობს ამ საკითხზე და „აშავებს“ წამლებს. როდესაც ხალხმა ჩვენი დახმარება დაიწყო, ახლა დახმარების გაშავება დაიწყეს - ხალხს ეუბნებიან: რატომ ეხმარებით, მაგათ ფული არ სჭირდებათო. კამპანიაა, რომ დახმარება გააჩერონ. აჩერებენ იმით, რომ ამბობენ რაში სჭირდებათ მაგათ ფული, სახელმწიფო ეხმარება, წამლების ფულს ისედაც ვერ შეაგროვებენ და ამიტომ „მესიჯი“ არის, რომ ხალხმა თავი შეიკავოს ფულის გადმორიცხვისგან. რეალურად ამის უკან დგას ის, რომ ვიღაც ადამიანებს ნერვებს უშლის ის, რომ ხალხი ჩვენ გვეხმარება - დიუშენით დაავადებულ ბავშვებს მთელი საზოგადოება გვერდზე დაუდგა, ხალხი ფულს რიცხავს - ვიღაცას ეს ძალიან ანერვიულებს და ცდილობენ, რომ ეს დახმარება გააჩერონ. ერთი მხრივ ცდილობენ, რომ „გააშავონ“ ის ხალხი, ვინც ჩვენი სახსრების მობილიზებას ახორციელებს და მეორე მხრივ, ადამიანებს ეუბნებიან, რომ ამათ ფული არ სჭირდებათ, იმიტომ რომ სახელმწიფო ისედაც ეხმარება და ხალხო, დაანებეთ თავი, ნუ ეხმარებით ამ ხალხსო“,-განაცხადა წიქარიშვილმა.

რაც შეეხება პროტესტის გაგრძელებას, წიქარიშვილმა აღნიშნა, რომ პროტესტი გაგრძელდება იქამდე, სანამ წამლები არ შემოვა.

„პროტესტი გაგრძელდება იქამდე, სანამ წამლები არ შემოვა. აქ საუბარი არის არა მხოლოდ ერთ წამალზე, არამედ რამდენიმე წამალზე, რომელთა სარგებლიანობა და უსაფრთხოება ეჭვს არ იწვევს, რადგან არის უამრავი მტკიცებულება და უამრავი კვლევა ამ წამლებთან დაკავშირებით. შესაბამისად, წამლების „გაშავება“ როცა აღარ გამოდის, ახლა დაიწყეს დახმარებების „გაშავება“, მერე დაიწყეს იმ ხალხის „გაშავება“, ვინც ჩვენ გვეხმარება. ანუ, ყველა მიმართულებით გვებრძვიან. აქამდე თავს იცავდნენ წამალი არ ვარგაო, ეხლა გადავიდნენ შეტევაზე: ხალხო, ამათ ნუ ეხმარებითო, ამას ეუბნებიან და არ ვიცი, ეს სადამდე წავა“, - აღნიშნა კახა წიქარიშვილმა.

ცნობისთვის, “დაიცავი ილიაუნის” ლაივ სტრიმის მეშვეობით, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად ამ დროისთვის 1 500 000 ლარი შეგროვდა. აღნიშნულ მარათონს შეუერთდა ათეულობით კომპანია, მათ შორის გამომცემლობები, უნივერსიტეტები და კლინიკები.

მარათონი ლაივ რეჟიმში კვლავ გრძელდება. ლაივი არ შეწყდება, ვიდრე დონაციები გაგრძელდება.

შეგროვებული თანხა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების ყოველდღიურ საჭიროებებს (სასუნთქი აპარატები და მათი მუდმივი მუშაობისთვის საჭირო გენერატორები, მედიკამენტები, ადაპტირებული საწოლები, ეტლები, სხვადასხვა ოპერაციები ხერხემალზე...) მოხმარდება.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა