გია ვოლსკი - სააკაშვილის „გამეორებამ“ განაცხადა, მშვიდობიანი ხალხი ვართო - არ არის ეს მშვიდობიანი! უნდათ, მშვიდობიანი აქცია გადაიქცეს სახელმწიფოსთან დაპირისპირებად, რათა ექსტრემიზმს კიდევ ერთხელ მიეცეს გაქანება

უნდათ, მშვიდობიანი აქცია გადაიქცეს სახელმწიფოსთან და სახელმწიფო სტრუქტურებთან დაპირისპირებად, რათა ექსტრემიზმს, რომელიც საქართველოში მნიშვნელოვნად შეჩერდა მას შემდეგ, რაც საკადრისი პასუხი გაეცა აჯანყების თუ რევოლუციის გაცხადებულ მცდელობას ოქტომბერში, კიდევ ერთხელ მიეცეს გაქანება, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან 26 მაისს ოპოზიციის მიერ დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციამ „ღალატი და დაპირისპირების ორგანიზება პროფესიად აქცია“.

„ძალიან კარგად იციან წესები. ყველა მიტინგი, რომელიც საქართველოში ჩატარებულა - რუსთაველის გამზირზე იქნება თუ სხვაგან - ყოველთვის გარკვეულ წესებს ითვალისწინებდა.

ამ შემთხვევაში საფუძველი გვაქვს ვიფიქროთ, რომ განგებ დაირღვა კანონი წინასწარი ცნობის მომზადების თაობაზე - შინაგან საქმეთა სამინისტრო და მერია უარს ეტყოდა, განათავსონ სცენა იქ, სადაც ამ წესების დაცვით შეთანხმებული არაფერია. მით უმეტეს თუ ამ სცენის ადგილი უკვე წინასწარ შეთანხმებით და გეგმით დამტკიცებულია, რომ უნდა დაიკავოს კონკრეტულმა პავილიონებმა ან 26 მაისთან დაკავშირებული გარკვეული აქტივობები ამ ტერიტორიაზე უნდა მოხდეს.

ასეთი ქმედება - კონფლიქტი და დაძაბულობა, ანტაგონიზმის შექმნას ემსახურება. „ჩვენ მშვიდობიანი ხალხი ვართ“ - განაცხადა სააკაშვილის გამეორებამ, რომელიც ამ ყველაფერს ხელმძღვანელობს. არ არის ეს მშვიდობიანი! უნდათ, მშვიდობიანი აქცია გადაიქცეს სახელმწიფოსთან და სახელმწიფო სტრუქტურებთან დაპირისპირებად, რათა ექსტრემიზმს, რომელიც საქართველოში მნიშვნელოვნად შეჩერდა მას შემდეგ, რაც საკადრისი პასუხი გაეცა აჯანყების თუ რევოლუციის გაცხადებულ მცდელობას ოქტომბერში, კიდევ ერთხელ მიეცეს გაქანება. ახლა პატრონებს უნდა ანახონ, რომ ტყუილად არ იხდიან ფულს და ტყუილად არ გამოდიან და პოლიტიკურ მხარდაჭერას არ უცხადებენ. ამათი მხრიდანაც რაღაც აქტივობა მოითხოვება იმ სამსახურისთვის, სადაც ისინი ყოველდღიურად დადიან.

პროფესიად აქციეს ღალატი, დაპირისპირების ორგანიზება და ემსახურებიან აბსოლუტურად გარეშე ინტერესებს“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, 26 მაისს, 19:00 საათზე „ოპოზიციური ალიანსი“ საპროტესტო აქციას გეგმავს. როგორც ალიანსის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით თბილისის მერიისგან და შსს-დან პასუხი მიიღო.

მისი ინფორმაციით, თბილისის მერიამ ორგანიზატორებს 26 მაისს დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე კონსტრუქციების განთავსებაზე უარი უთხრა.

რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს, როგორც "ინტერპრესნიუსს" უწყებაში განუცხადეს, განცხადება, რითაც ინიციატორებმა შსს-ს მიმართეს, არ იყო შესაბამისობაში კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებთან, მათ შორის არ იყო მითითებული შეკრება/მანიფესტაციის მიზანი, დასრულების დრო, მონაწილეთა სავარაუდო რაოდენობა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფის ფორმა.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა
BMW ჯგუფმა მეხუთე თაობის ახალი BMW X5 წარადგინა