მარკო რუბიო - ირანთან მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ - ამასთან, ბირთვული იარაღი ვერასდროს ექნებათ

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებით, ირანთან მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს.

ამასთან, მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ აშშ-ის მიზანია, ირანს არასოდეს ჰქონდეს ბირთვული იარაღი.

„ირანს ვერასდროს ექნება ბირთვული იარაღი. პრეზიდენტმა ამის შესახებ ნათლად განაცხადა“,-აღნიშნა რუბიომ.

მისივე თქმით, ირანის მუქარა ჰორმუზის სრუტეში გემების განადგურების შესახებ უკანონოა და ამ მუქარის ნორმალიზება საშიშ პრეცედენტს შექმნის.

„ისინი არ არიან მისი მფლობელები. ეს საერთაშორისო გზაა. ის, რასაც ისინი ახლა აკეთებენ, იმუქრებიან საერთაშორისო გზის გამოყენებით კომერციული გემების გასანადგურებლად. ეს უკანონოა საერთაშორისო სამართლის ნებისმიერი კონცეფციის თანახმად. თუ დავუშვებთ, რომ ეს ნორმალური გახდეს, ჩვენ მოვახდენთ მიუღებელი სტატუს-კვოს ნორმალიზებას და საშიშ პრეცედენტს შევქმნით“, - აღნიშნა რუბიომ.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა