კირ სტარმერი - მივესალმები აშშ-სა და ირანს შორის შეთანხმების მიღწევისკენ პროგრესს

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის კირ სტარმერის განცხადებით, აშშ-სა და ირანს შორის შეთანხმების მიღწევისკენ პროგრესს მიესალმება.

ამასთან, მისი თქმით, ირანთან ომის დასრულების ნებისმიერი პოტენციური შეთანხმება უნდა მოიცავდეს ნავიგაციის შეუზღუდავ თავისუფლებას ჩაკეტილ ჰორმუზის სრუტეში.

„მივესალმები აშშ-სა და ირანს შორის შეთანხმების მიღწევისკენ პროგრესს. გვჭირდება შეთანხმება, რომელიც კონფლიქტს დაასრულებს და ხელახლა გახსნის ჰორმუზის სრუტეს, ნავიგაციის უპირობო და შეუზღუდავი თავისუფლებით“, - წერს გაერთიანებული სამეფოს პრემიერი X-ზე.

ამასთან, მისი თქმით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ირანს არასდროს მიეცეს ბირთვული იარაღის შექმნის უფლება.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის შეთანხმება „ძირითადად მოლაპარაკებულია“ და რომ ჰორმუზის სრუტე ხელახლა გაიხსნება. „შეთანხმება ძირითადად უკვე მოლაპარაკებულია და მხოლოდ საბოლოო გაფორმებას ექვემდებარება ამერიკის შეერთებულ შტატებს, ირანის ისლამურ რესპუბლიკასა და სხვა ჩამოთვლილ ქვეყნებს შორის“, - აღნიშნა ტრამპმა. ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებით, ირანთან მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა