ლოზუნგით - ,,მიეცით წამალი ბავშვებს“  რუსთაველის მეტროდან მთავრობის ადმინისტრაციისკენ აქცია-მსვლელობა იმართება

„მიეცით წამალი ბავშვებს“ - ამ ლოზუნგით რუსთაველის მეტროდან მთავრობის ადმინისტრაციამდე დიუშენით დაავადებული ბავშვების მხარდამჭერი აქცია-მსვლელობა იმართება.

მსვლელობაში მონაწილეობას იღებენ დაავადებული ბავშვების მშობლები და მათი მხარდამჭერები, რომლებიც ბავშვებისთვის ქვეყანაში მედიკამენტის შემოტანას მოითხოვენ.

მსვლელობის მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციისკენ წითელი ბუშტებითა და ბანერებით მიემართებიან.

მშობლების თქმით, ისინი კიდევ ერთხელ ეცდებიან, გააგონონ ხმა ხელისუფლებას, რომ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებულ ბავშვებს დახმარება სჭირდებათ და შესაბამისი მედიკამენტის შემოტანა მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

უკვე ერთ თვეზე მეტია, დიუშენით დაავადებული პაციენტების მშობლები მედიკამენტის მოთხოვნით უწყვეტ აქციებს მართავენ და მთავრობის ადმინისტრაციასთან ღამეს ათენებენ.

მშობლების აქციებს რიგითი მოქალაქეებიც ურთდებიან, ხოლო ილიაუნის სტუდენტებმა დიუშენით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად მარათონი წამოიწყეს, რის შედეგადაც უკვე 1 600 000 ლარი შეგროვდა. აღნიშნულ მარათონს ათეულობით კომპანია, მათ შორის გამომცემლობები, უნივერსიტეტები და კლინიკები შეუერთდა. შეგროვილი თანხა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების ყოველდღიურ საჭიროებებს (სასუნთქი აპარატები და მათი მუდმივი მუშაობისთვს საჭირო გენერატორები, მედიკამენტები, ადაპტირებული საწოლები, ეტლები, სხვადასხვა ოპერაციები ხერხემალზე...) მოხმარდება.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა