ლოზუნგით - „მიეცით წამალი ბავშვებს“ გამართული საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციასთან მივიდნენ

„მიეცით წამალი ბავშვებს“ - ამ ლოზუნგით რუსთაველის მეტროდან მთავრობის ადმინისტრაციამდე დიუშენით დაავადებული ბავშვების მხარდამჭერი აქცია-მსვლელობის მონაწილეენი მთავრობის ადმინისტრაციასგან მივიდნენ.

მსვლელობის მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციასთან, დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლებსა და მხრდამჭერებს შეუერთდნენ. ადგილზე სიტყვით გამოვიდნენ მშობლები და ასევე ის სტუდენტები, რომლებმაც ბავშვების დასახმარებლად მარათონი წამოიწყეს.

მთავრობის ადმინისტრაციასთან საპოლიციო ძალებია მობილიზებული.

ადგილზე აქციის მონაწილეებს ბანერები აქვთ მიტანილი წარწერით: ,,ეს რომ შენი შვილი იყოს", ,,წამალი ბავშვებს" და ა.შ.

მშობლები ხელისუფლებას იმ წამლის ქვეყანაში შემოტანას სთხოვს, რომელიც, მათივე თქმით, დიუშენით დაავადებულ ბავშვებს მდგომარეობას შეუმსუბუქებს.

უკვე ერთ თვეზე მეტია, მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან წამლის შემოტანას მოთხოვნით უწყვეტ აქციას მართავენ და ადგილზე ღამესაც ათენებენ.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა