დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად 1 670 938 ლარი შეგროვდა - მარათონი დასრულდა

„დაიცავი ილიაუნის” „ლაივ” სტრიმის მეშვეობით, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად 1 670 938 ლარი შეგროვდა.

აღნიშნულის შესახებ „დაიცავი ილიანის” გუნდმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ „ლაივ” მარათონი დასრულდა და აქამდე შეგროვებული თანხა სრულიად გადაერიცხათ ბავშვების ოჯახებს.

„დაიცავი ილიაუნის 100 საათიანი LIVE მარათონი უდიდესი წარმატებით დასრულდა!!!

ამჟამინდელი მონაცემებით შეგროვებულია 1 670 938, 48 ლარი. ეს არის მაჩვენებელი, რომელიც „დაიცავი ილიაუნის” გუნდისთვის მარათონის დაწყებამდე იყო წარმოუდგენელი და ეს ის მომენტია, როდესაც უსაზღვრო სიხარულით შეგვიძლია გამოვაცხადოთ - შევცდით!

უღრმესი მადლობა ყველას, ვინც ამ საამაყო შედეგის დაფიქსირებაში წვლილი შეიტანა. მადლობა საქართველოს მოსახლეობას, სტუდენტებს, ემიგრანტებს, კომპანიებს, ორგანიზაციებს, მცირე და მსხვილ ბიზნესებს და თითოეული თქვენგანს, ვინც თანხის შეგროვებასა და ინფორმაციის გავრცელებაში მიიღეთ მონაწილეობა!

ხალხი გაერთიანდა ერთი უმნიშვნელოვანესი იდეის გარშემო - ბავშვები იმსახურებენ ჯანმრთელობას. აგროვებული თანხის ოდენობა უმნიშვნელოვანესია და ამ რესურსით გაცილებით მეტის გაკეთების საშუალება მოგვეცა, ვიდრე მოლოდინი გვქონდა და ამ ყველაფერმა გამოკვეთა საზოგადოების პოზიცია. დიუშენის დისტროფიის მქონე ახალგაზრდების საჭირო მედიკამენტებით უზრუნველყოფა არა მხოლოდ ბავშვების ოჯახებისა და საზოგადოების მცირე ნაწილის, არამედ სრულიად საქართველოს მოთხოვნაა.

მარათონი დასრულდა და აქამდე შეგროვებული თანხა სრულიად გადაერიცხათ ბავშვების ოჯახებს. მაგრამ „დაიცავი ილიაუნის” ფონდი, რასაკვირველია, არ წყვეტს თანხის შეგროვებას და შემდგომში შემოსული თითოეული ლარიც ბავშვებისთვის იქნება განკუთვნილი.

„დაიცავი ილიაუნის გუნდი” აგრძელებს ბრძოლას საქართველოს ნათელი მომავლისთვის!”,- ნათქვამია განცხადებაში.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა
BMW ჯგუფმა მეხუთე თაობის ახალი BMW X5 წარადგინა