დონალდ ტრამპი - თუ ირანთან შეთანხმებას დავდებ, ის წინა შეთანხმებისგან განსხვავებული იქნება - ჩემი წინამორბედებისგან განსხვავებით, მე ცუდ გარიგებებს არ ვდებ

თუ ირანთან შეთანხმებას დავდებ, ის კარგი და სათანადო იქნება, არა ისეთი, როგორიც ობამას მიერ დადებული შეთანხმება იყო, რომელმაც ირანს უზარმაზარი ნაღდი ფული მისცა და ბირთვული იარაღისკენ მკაფიო და ღია გზა გაუხსნა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Truth Social-ში წერს.

მისი თქმით, შეთანხმება, რომელზეც მოლაპარაკებები მიმდინარეობს სრულიად საპირისპიროა იმ შეთანხმების, რომელიც აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დროს გაფორმდა.

„ჩვენი შეთანხმება სრულიად საპირისპიროა, მაგრამ არავის უნახავს ის და არც არავინ იცის რა არის. ის ჯერ სრულად არც კი არის შეთანხმებული. ამიტომ ნუ მოუსმენთ ხელმოცარულებს, რომლებიც კრიტიკულად არიან განწყობილები იმის მიმართ, რის შესახებაც არაფერი იციან. ჩემი წინამორბედებისგან განსხვავებით, რომლებსაც ეს პრობლემა მრავალი წლის წინ უნდა გადაეჭრათ, მე ცუდ გარიგებებს არ ვდებ!“- აცხადებს ტრამპი.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე