მედია - ემანუელ მაკრონი ალექსანდრე ლუკაშენკოს იმ რისკებზე ესაუბრა, რომლებსაც ბელარუსს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში ჩართვა უქმნის

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ბელარუსის პრეზიდენტს ალექსანდრე ლუკაშენკოს ტელეფონით ესაუბრა.

მედია წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ლიდერებმა, სხვა საკითხებთან ერთად, უკრაინაში მიმდინარე ომიც განიხილეს.

„ამ საუბრის დროს, ემანუელ მაკრონმა ხაზი გაუსვა იმ რისკებს, რომლებსაც ბელარუსს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიულ ომში ჩართვა უქმნის“, - განუცხადეს წყაროებმა ჟურნალისტებს.

მათივე განცხადებით, მაკრონმა ლუკაშენკოს ბელარუსსა და ევროპას შორის ურთიერთობების გაუმჯობესებისკენ მოუწოდა.

ცნობისთვის, გუშინ ალექსანდრე ლუკაშენკოს პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის