თურქეთის პოლიციამ ოპოზიციის ლიდერების შტაბბინიდან გამოყვანის დროს ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

თურქეთში სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენა და მთავარი ოპოზიციური პარტიის, რესპუბლიკური სახალხო პარტიის (CHP), შტაბ-ბინაში ძალის გამოყენებით შეიჭრა, რათა მისი გადაყენებული ლიდერები გამოეყვანათ, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

შენობაში მყოფებმა შესასვლელისკენ, საიდანაც პოლიცია შესვლას ცდილობდა, სხვადასხვა საგნები ისროლეს. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ გავრცელებულა.

ანკარის გუბერნატორმა შტაბ-ბინაში მყოფი პირების გამოყვანის ბრძანება მას შემდეგ გასცა, რაც ხუთშაბათს თურქეთის სააპელაციო სასამართლომ „სახალხო რესპუბლიკური პარტიის“ 2023 წლის ყრილობის შედეგები ბათილად გამოაცხადა და მიზეზად დარღვევები დაასახელა. ასევე, გადაწყვეტილების თანახმად სასამართლომ პარტიის თავმჯდომარის თანამდებობიდან ოზგურ ოზელი გადააყენა, რომელიც აღნიშნულ პოზიციაზე სწორედ 2023 წლის ყრილობაზე აირჩიეს.

სააპელაციო სასამართლომ პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე ყოფილი ლიდერი, ქემალ ქილიჩდაროღლუ აღადგინა, რომელიც 2023 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დაამარცხა.

ამასთან, ორი დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ოპოზიციური „სახალხო რესპუბლიკური პარტიის“ 2023 წლის ყრილობის შედეგებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 13 პირი დააკავეს. სტამბოლის მთავარი პროკურატურის განცხადებით, დაკავებულებს ბრალად ოპოზიციური „სახალხო რესპუბლიკური პარტიის 2023 წლის ყრილობის დროს ხმის მიცემის პროცესში ჩარევა ედებათ. პროკურატურის ცნობით, საქმეში საუბარია „პოლიტიკური პარტიების შესახებ კანონის დარღვევისა“ და „ქრთამის აღების“ შესახებ.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე