„იმპექსი“ 27 წლისაა - ბრენდი დაბადების დღის კვირეულს მასშტაბური კამპანიით აღნიშნავს

ფარმაცევტულ ბაზარზე 27-წლიანი გამოცდილების მქონე „იმპექსფარმი“, რომელმაც საქმიანობა ფარმაცევტული პროდუქციის დისტრიბუციით დაიწყო და ბოლო წლებში სააფთიაქო ქსელ „იმპექსს“ აქტიურად ავითარებს, დაბადების დღეს მასშტაბური კამპანიით აღნიშნავს.

25 მაისიდან 1 ივნისის ჩათვლით, „იმპექსში“ დაბადების დღის კვირეული გაიმართება, რომლის ფარგლებშიც მომხმარებლებს 100%-მდე მომენტალური ქეშბექ სიურპრიზები, სპეციალური შეთავაზებები და შენაძენზე საჩუქრები ელოდებათ.

კომპანია დღეს 10 000 მ²-ზე განთავსებული GDP (კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის) სტანდარტთან შესაბამისობის თანამედროვე ლოგისტიკური ცენტრით ოპერირებს, რომლის განვითარებაშიც 20 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა. ახალი ლოგისტიკური ცენტრი კომპანიის ინფრასტრუქტურასა და ოპერაციულ შესაძლებლობებს კიდევ უფრო აძლიერებს. თანამედროვე ინფრასტრუქტურა, ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტები და უწყვეტი განვითარება „იმპექსისთვის“ მომხმარებლის ნდობის ერთ-ერთი მთავარი საფუძველია.

„იმპექსის“ მთავარი იდეა მომხმარებლის სიცოცხლისთვის, ჯანმრთელობისა და სილამაზისთვის განწყობაა - სწორედ ამ ღირებულებებზე აფუძნებს ბრენდი მომხმარებელთან ურთიერთობას, მომსახურებასა და ყოველდღიურ გამოცდილებას.

დაბადების დღის კვირეულის ფარგლებში, ერთგულების ბარათით შესრულებულ შენაძენებზე მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ 30%-დან 100%-მდე მომენტალური ქეშბექ სიურპრიზი. გარდა ამისა, კოსმეტიკის, ბავშვთა კვებისა და მოვლის 50₾ და 80₾ შენაძენზე მომხმარებლები ბრიტანული ბრენდის SUNKISSED ლიმიტირებული საზაფხულო კოლექციის საჩუქრებს მიიღებენ.

„27 წელი ჩვენთვის უბრალოდ რიცხვი არ არის. ეს არის მომხმარებელზე ზრუნვის, პასუხისმგებლობისა და ნდობის 27-წლიანი ისტორია. ჩვენი მიზანია ყოველდღიურად შევუქმნათ ადამიანებს მეტი შესაძლებლობა იზრუნონ საკუთარ ჯანმრთელობაზე, სიცოცხლის ხარისხსა და სილამაზეზე. სწორედ ამიტომ, ამ განსაკუთრებულ თარიღს ჩვენს მომხმარებლებთან ერთად აღვნიშნავთ და მადლიერების ნიშნად განსაკუთრებულ შეთავაზებებს ვუზიარებთ - აცხადებენ კომპანიაში.

გულითადად, იმპექსი 💜

(R)

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა