მედია - ნატო-ს ხუთმა მთავარმა ქვეყანამ უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების გაწევის შესახებ ალიანსის გეგმა დაბლოკა

გაერთიანებულმა სამეფომ, საფრანგეთმა, ესპანეთმა, იტალიამ და კანადამ დაბლოკეს ნატო-ს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს ინიციატივა, რომელიც უკრაინისთვის სამხედრო დახმარებისთვის მშპ-ს 0.25%-ის გამოყოფას ითვალისწინებს, - ამის შესახებ The Telegraph-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს.

მარკ რუტემ განაცხადა, რომ მისი ინიციატივა ვერ განხორციელდება მოკავშირეების მხრიდან საკმარისი მხარდაჭერის არარსებობის გამო. ამასთან, მან იმედი გამოთქვა, რომ გეგმას ალიანსის ანკარაში დაგეგმილ სამიტზე დაამტკიცებენ.

გამოცემა წერს, რომ მარკ რუტეს იდეს მიმართ მხარდაჭერა გამოხატა ნატო-ს სულ მცირე შვიდმა ქვეყანამ, რომლებიც უკრაინისთვის სამხედრო დახმარებაზე მშპ-ს 0.25 პროცენტზე მეტს ხარჯავენ.

The Telegraph-ი წერს, რომ კილის ინსტიტუტის მიერ შეგროვებული საჯაროდ ხელმისაწვდომი მონაცემების თანახმად, ნიდერლანდები, პოლონეთი, სკანდინავიისა და ბალტიის ქვეყნები მშპ-ს 0.25 პროცენტის ან მეტის ოდენობის მხარდაჭერის შეთავაზებით გამოდიან. თუმცა, ალიანსში გადაწყვეტილებების მიღება ერთსულოვან მხარდაჭერას მოითხოვს და ლონდონი, პარიზი, მადრიდი, რომი და ოტავა წინააღმდეგი არიან.

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის წარმომადგენელმა The Telegraph-ს განუცხადა, რომ „გაერთიანებული სამეფო აგრძელებს ნატო-ს მოკავშირეებთან ყველა წინადადებაზე თანამშრომლობას, რათა უზრუნველყოს, რომ ალიანსმა უკრაინის საუკეთესო მხარდაჭერა შეძლოს“.

საფრანგეთის, იტალიის, ესპანეთის და კანადის წარმომადგენლებმა The Telegraph-თან კომენტარი არ გააკეთეს.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე