თავისუფლების მოედანზე, დამოუკიდებლობის დღის საზეიმო ღონისძიებისთვის მზადება მიმდინარეობს

თავისუფლების მოედანზე, დამოუკიდებლობის დღის საზეიმო ღონისძიებისთვის გენერალური რეპეტიცია მიმდინარეობს.

საქართველოს თავდაცვის ძალების პირადი შემადგენლობის გარდა, რეპეტიციას გაივლიან წვევამდელები, რომლებიც 26 მაისს სამხედრო ფიცს დადებენ, რის შემდეგაც თავდაცვის ძალებს შეუერთდებიან. წვევამდელები ფიცს, ასევე საქართველოს 12 ისტორიულ ადგილას დადებენ.

თავისუფლების მოედანზე უკვე განლაგებულია სამხედრო ტექნიკაც.

„დღეს დაგეგმილია გენერალური რეპეტიცია, რომელშიც თითოეული დეტალი დაზუსტდება როგორც პირად შემადგენლობასთან დაკავშირებით, ისე ტექნიკის განლაგებასთან დაკავშირებით. ხვალ, 11:00 საათზე დაიწყება გეგმის აღსრულება და თითოეულ ჩვენს მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, რომ მოვიდნენ და ნახონ ჩვენს მიერ დაგეგმილი 26 მაისის ღონისძიება, სადაც გამოფენილი იქნება თავდაცვის ძალებში არსებული შეიარაღება და ტექნიკა, ასევე აღჭურვილობა.

ასევე, საქართველოს 12 რეგიონში იქნება გამოფენა და მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა და ნახონ ეს ყველაფერი", - განაცხადა ვიცე-პოლკოვნიკმა ლაშა ზაზაძემ.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე