ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო - თბილისში, 2025 წელს დაჭერილია 210 ქვეწარმავალი, 2026 წლის 4 თვეში - 11 - ხშირია ცრუ გამოძახებები, როცა ადგილზე მისულ ჯგუფს ქვეწარმავალი აღარ ხვდება

გამოძახებები ძირითადად უსაფრთხო ქვეწარმავლებზე ფიქსირდება, მათ შორის, გველხოკერაზე. თბილისში 2025 წელს დაჭერილია 210 ქვეწარმავალი - აღსანიშნავია, რომ ხშირია ცრუ გამოძახებები, როდესაც ადგილზე მისულ ჯგუფს ქვეწარმავალი აღარ ხვდება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში განუცხადეს.

მათივე ცნობით, თბილისში, ბოლო 4 თვეში დაჭერილია 11 ქვეწარმავალი.

„ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო უზრუნველყოფს ურბანულ გარემოში ბინადარი ცხოველების პოპულაციების მართვასა და კონტროლს თანამედროვე და მსოფლიოში აპრობირებული ჰუმანური მეთოდებით.

სააგენტოს მიზანია ადამიანისა და ცხოველის უსაფრთხო, საიმედო და მეგობრული თანაცხოვრების გარემოს შექმნა. სააგენტო ასევე პასუხისმგებელია მოსახლეობისა და ცხოველების დაცვაზე (აგრესიის ან/და საშიში დაავადებების) მატარებელი ცხოველებისა და ქვეწარმავლებისაგან. საჭიროების შემთხვევაში, სააგენტო ჰუმანური წესით ახორციელებს მათი დაჭერას და შესაბამის ადგილებში გადაყვანას, გაშვებას.

ქვეწარმავლების სახეობების მიხედვით დაყოფა არ ხდება, თუმცა გამოძახებები ძირითადად უსაფრთხო ქვეწარმავლებზე ფიქსირდება, მათ შორის, გველხოკერაზე.

2025 წელს: დაჭერილია - 210. 2026 წელს (იანვარი-აპრილი): დაჭერილია - 11

აღსანიშნავია, რომ ხშირია ცრუ გამოძახებები, როდესაც ადგილზე მისულ ჯგუფს ქვეწარმავალი აღარ ხვდება.

ქვეწარმავლის შემჩნევის შემთხვევაში აუცილებელია დარეკოთ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ცხელ ხაზზე - 112 - ზე, რათა სააგენტოს ოპერატიულმა ჯგუფმა დროულად მოახდინოს რეაგირება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს