2027 წელს საქართველო ინტერპოლის ევროპის რეგიონულ კონფერენციას უმასპინძლებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ესპანეთის ქალაქ ტოლედოში მიმდინარე ინტერპოლის 53-ე ევროპის რეგიონულ კონფერენციაზე, წევრი ქვეყნების მიერ ჩატარებული არჩევნების შედეგად, ხმათა უმრავლესობით გადაწყდა, რომ მომდევნო - 54-ე რეგიონული კონფერენცია 2027 წელს საქართველოში გაიმართება.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს სამართალდამცავი უწყებების ეფექტიან და წარმატებულ თანამშრომლობას ევროპელ პარტნიორებთან, ასევე საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის მიმართულებით ქვეყნის მზარდ როლსა და ნდობას.

„კონფერენციას ქართული მხრიდან ესწრებოდნენ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი დონდოლაძე, საქართველოს ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს უფროსი გიორგი ბოლოთაშვილი და ესპანეთის სამეფოში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ატაშე შალვა შუბლაძე.

კენჭისყრამდე, ქართული დელეგაციის წარმომადგენლებმა კონფერენციის მონაწილეებს გააცნეს ინფორმაცია საქართველოს პოლიციის მიერ ორგანიზებული დანაშაულისა და ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით მიღწეული მნიშვნელოვანი შედეგების, საერთაშორისო ოპერაციებში წარმატებული თანამშრომლობისა და სამართალდამცავი სისტემის თანამედროვე შესაძლებლობების შესახებ.

2027 წელს საქართველოში დაგეგმილ კონფერენციას დაესწრებიან ინტერპოლის გენერალური სამდივნოსა და აღმასრულებელი კომიტეტის წარმომადგენლები, ასევე ევროპის რეგიონის ქვეყნების სამართალდამცავი სტრუქტურების ხელმძღვანელი პირები.

საქართველოს მიერ მსგავსი მასშტაბის საერთაშორისო საპოლიციო ღონისძიების მასპინძლობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სამართალდაცვით სფეროში პარტნიორული ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებას“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს