გიგა ფარულავა - გადაწყვეტილება, რომ სოციალურად დაუცველებს რაღაც კონკრეტული თანხის შემოსავლის მიღების შემდეგ უჩერდებათ შემწეობა, არასწორი სოციალური პოლიტიკაა - ეს ნიშნავს, რომ „ოცნებას"რიგითი მოქალაქე მხოლოდ არჩევნების დროს ახსენდება

სიღარიბის სტატისტიკური მაჩვენებელი ვერ შეამცირეს და ცდილობენ, ხელოვნური ჩარევებით ამ სტატისტიკის ცვლილება მოხდეს - ასე ებრძვიან ისინი ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიურობას, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის" დეპუტატმა, გიგა ფარულავამ განაცხადა, რითაც სოციალურად დაუცველ ოჯახებთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის დადგენილებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ „ქართულ ოცნებას" სოციალურად დაუცველი ადამიანები მხოლოდ არჩევნების დროს ახსენდება და არჩევნების შემდეგ მათი ბედი არ აინტერესებს.

„ეს [გადაწყვეტილება] ნიშნავს იმას, რომ რეალურად, "ოცნებას" ადამიანი, რიგითი მოქალაქე, სოციალურად დაუცველი ახსენდება მხოლოდ არჩევნების დროს და არჩევნების შემდეგ უბრალოდ არ აინტერესებს მათი ყოველდღიურობა, მათი ბედი. ეს კონკრეტული გადაწყვეტილება, რომ სოციალურად დაუცველებს, რომლებსაც რაღაც კონკრეტული თანხის შემოსავლის მიღების შემდეგ უჩერდებათ შემწეობა, არის არასწორი სოციალური პოლიტიკა, რასაც წლების განმავლობაში ნერგავდა "ქართული ოცნება". ჩვენ არა ერთხელ გვახსოვს ათეულობით გამოყოფილი მილიონი ლარი, მაშინ როდესაც "ოცნებას" არჩევნებისთვის სჭირდებოდა. ხდებოდა ამ მიმართულებით მოქალაქეების დასაქმება, რათა არჩევნებისთვის გამოეყენებინათ. დღეს, არჩევნების შემდეგ, უკვე არ [აინტერესებთ] ამ ადამიანებს ყოფა. მათ ვერც ერთი მიმართულებით ვერ შეამცირეს ფასები. ერთია ეკონომიკური ზრდა, მეორეა, როგორ გრძნობენ ამ ეკონომიკურ ზრდას ჩვენი მოქალაქეები. ვერ შეამცირეს ფასები სურსათზე, საწვავზე, მედიკამენტებზე. ვერ შეამცირეს, მათ შორის, სიღარიბის სტატისტიკური მაჩვენებელი და დღეს ამით ცდილობენ, რომ ხელოვნური ჩარევებით მოხდეს ამ სტატისტიკის ცვლილება. ასე ებრძვიან ისინი ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიურობას, ჩვენდა სამწუხაროდ“, - განაცხადა ფარულავამ.

ცნობისთვის, სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამოირიცხებიან ის ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი, ერთ წევრზე გაანგარიშებით, 1250 ლარი ან მეტია. აღნიშნულის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო და მას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ 7 მაისს მოაწერა.

თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საანგარიშო თვის წინა 3 თვის განმავლობაში, სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად ტოლია ან მეტია 1 250 ლარზე, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე”,- ნათქვამია „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი