ნიკა გვარამიას განცხადებით, საქართველოში იმყოფება აშშ-ის მაღალი რანგის დელეგაცია

აქ [საქართველოში] იმყოფება მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატების მაღალი რანგის დელეგაცია, მასთან შეხვედრები აქვს ოპოზიციას, ასევე თვითგამოცხადებულ ხელისუფლებას და პროცესები ძალიან დიდი გამადიდებელი შუშის ქვეშ არის,- ამის შესახებ „ოპოზიციური ალიანის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ „ოპოზიციის ალიანსის“ სახელით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც 26 მაისს დაანონსებული აქციის დეტალებზე ისაუბრა.

როგორც ნიკა გვარამიამ აღნიშნა, აპირებენ „რეჟიმის ჩამოშლას“ უწყვეტი პრინციპული პროტესტით, რომელიც 500 დღეზე მეტია მიმდინარეობს.

„მოვუწოდებ „ხელისუფლებას“ თავი შეიკავოს ნებისმიერ ინციდენტისგან. აქ იმყოფება მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატების მაღალი რანგის დელეგაცია, მასთან შეხვედრები აქვს ოპოზიციას, ასევე თვითგამოცხადებულ ხელისუფლებასაც და პროცესები ძალიან დიდი გამადიდებელი შუშის ქვეშ არის როგორც საქართველოს შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ყველამ შეიკავოს თავი უკანონო ქმედებისგან, ყველა უკანონობაზე არსებობს პასუხი. ნებისმიერი ტიპის ესკალაციისგან შეიკავოს თავი ყველამ. ჩვენი პროტესტი არის მშვიდობიანი და ემყარება კონსტიტუციურ უფლებებს“,- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

შეგახსენებთ, „ოპოზიციური ალიანის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ „ოპოზიციის ალიანსის“ სახელით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ხვალ, 19:00 საათზე, სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან შეიკრიბებიან, შემდეგ კი მარშით რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლებენ.

მისივე თქმით, მანამდე ეცდებიან შეიტანონ ტექნიკა და დაამონტაჟონ სცენა, რათა სრულფასოვანი აქცია გაიმართოს.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი